Saturday, November 14, 2009
გოგონა ვარდისფერ კოსტიუმში ^^
დიდი მადლობა კანარიოს ბლოგზე მოწვევისთვის....
ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ პატარა ჩანახატი მიმეძღვნა მისთვის ^^
ალბათ დიდი ვერაფერია, მაგრამ ვფიქრობ რომ მისი სტილია... (ნაზი და საყვარელი)
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
ვარდისფერ კოსტუმში გამოწყობილი გოგონა წვიმიან ქუჩას მიუყვებოდა, სახლებიდან გამოსული მკრთალი შუქი იისფერი ყვავილებით მორთულ ბილიკს უნათებდა, წვიმის წვეთები მის ნაზ სახეს ირეკლავდა, გოგონა კი დარდიანი სახით მიდიოდა და შუშის გაბზარულ გულს დაჰყურებდა ნაზი და წყლიანი თვალებით.....
გათენდა კიდეც.... გოგონა მთვარის მელანქოლიით მოდუნებულ ტყეს მიადგა. ტყე ატმის ყვავილის სურნელებას მოეცვა.. გოგონამ ჩანთიდან კარამელი ამოიღო და თავის ნაზ ტუჩებს შეახო, უცებ ატმისფერი სითბო იგრძნო და პირდაპირ ვარდისფერი სასახლის წინ გაჩნდა....
სასახლის ეზოს მოზაიკური ქვაფენილი ამშვენებდა....
გოგონას თვალები გაუბრწყინდა და გატეხილი შუშის გული ხელიდან გაუვარდა, გულის ნამსხვრევები ჰაერში აიჭრა, გამთელდა და მის შუაგულში კლოუნის მომღიმარე სახე გამოისახა..... :)
_________________________
ალბათ მიხვდებით ეს გოგონა ვინც იყო...
ხოლო შუშის გულში გამოსახული კლოუნის მომღიმარე სახით გამოვხატე ჩემი და კანარიოს მეგობრობა ^^
4 comments:
გენაცვალე შენ, საყვარელო! :*
@kanario
:ბლუსჰ: :*
როგორია? :S
კარგია, მართლა! მომეწონა... :) :*
Hello. And Bye.
Post a Comment