დაახლოებით ერთი თვეა, ქუჩებში უკვე იგრძნობა ახალი წლის მოახლოვება, მიხარია... მიყვარს ახალი წელი, ჯერ კიდევ შემოდგომით მენატრება ხოლმე... მიუხედავად იმისა, რომ სულ თბილად მაცვია ამ პერიოდში, არადა, ვერ ვიტან თბილად ჩაცმას, მაინც მიყვარს! :)
განსაკუთრებით, ის თბილი და ფუსფუსა სიტუაცია მომწონს ხოლმე, ახალი წლის ღამეს სახლში რომ ტრიალებს... დედა გოზინაყს აკეთებს ყოველთვის, ბებო ტოლმას (არ მიყვარს ტოლმა), მერე საცივი და ბეეევრი ტკბილეული! სულ სხვანაირია ახალ წელს სახლში! ვერავითარი ქუჩა, ვერავითარი ქუჩის კონცერტი ვერ შეედრება მყუდრო სახლს... მაგრამ ამ ახალი წლის მიწურულს, მაინც მომიწევს გარეთ გასვლა, ცოტა ხნით... ჩემი და მღერის თავისუფლებაზე და იქ უნდა ვიყო ერთი საათით. ბიძაშვილებს შევხვდები და მერე ერთად წამოვალთ ჩვენთან... ბიძაჩემი მეკვლეა ჩვენს სახლში უკვე მრავალი წელია და ამ ტრადიციას არც წელს დავარღვევთ. :)
უი, უი, კიდევ კარგი გამახსენდა, ხვალ ღამისთვის პროგრამა უნდა შევადგინო, მთელი ღამე ფილმებს უნდა ვუყუროთ მე და ჩემმა ბიძაშვილებმა... :) მოვილხენთ გემრიელად... შამპანური, ტკბილეული, საუბარი ათას რამეზე და + ფილმები...
6-7 წლის წინ, საახალწლო ღამისთვის მე და ჩემი და პატარა შოუს ვაწყობდით ხოლმე, კონკურსის სტილში და პრიზებს ვაწესებდით გამარჯვებულებითვის... კარგი იყო რაა... და საერთოდაც ახლაც ძალიან მაგარია! ტრადიციებიც მიყვარს ჩვენი, მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, წლის სხვა პერიოდში გოზინაყი, ვერ ვჭამ ხოლმე, ასე მგონია, სხვა გემო ექნება და მერე ახალ წელს სურვილი აღარ გამიჩნდება, გავსინჯო... :)
მოკლედ, ყველას, ყველას ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! ყველას ახდენოდეს ის სურვილები, რომლებსაც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაიფიქრებს! მიყვარხართ ყველანი! და ეს ფოტო მიყვარს კიდე სიგიჟემდე! რაღაცნაირია, მყურდო და სითბოთი სავსე...
P.S. 7-მდე უნდა მოვახერხო და მთაწმინდის პარკში ავისეირნო, ძალიან მინდა სანტას ნახვა. :) (ბავშვი ვარ, ვიცი! ) :)
4 comments:
კაია საახალწლო განწყობა რომ გაქვთ ^^
:შ
shen araa? :O
@kanario
ეხლა კი..
როდესაც ეg კომენტარი დავწერე არ მქონდა :უსერ:
:* მიყვარხარ! :*
Post a Comment