• RSS

Friday, December 25, 2009

***

    ეს ისე, ჩართვასავით... ამ პოსტის შემდეგ აუცილებლად დავდებ ალუბლობის ფინალის ამბებს... ;-)   მანამდე კი ჩემი ბოლო მინიატურები წაიკითხეთ და შემიფასეთ...  


                                    * * *
ფორებში ჩამჯდარი სიხარული საგულდაგულოდ ამოწმინდეს და გაუხეშებულ ბამბაზე მიმხმარი ნაგვის ურნაში მოისროლეს... მერე უკვირთ, რატომ ვბერდებითო?!


                                                      
                               * * *
ისე ჩავებღაუჭე სინამდვილეს, რომ ხელის გულებზე ფრჩხილები დამეტყო.




                                * * *
ზევით სიბინძურეა, უამრავი დაულაგებელი აზრი ტივტივებს, ბოლომდე ვერ მოვხარე, ვერ გავწმინდე...
ბოლო გასაღების მორგებაღა მინდა და გავაღებ, ბოლოს ვეძებ უკვე რამდენი ხანია...
მანდედან მაინც გამიღეთ კარი!




                       თავდაყირა
ყვავილებით მოჭედილ ცაზე გავივლი და მაღლიდან ჩამოგეხუტები... ბავშვი აგვიტირდება და ცრემლით ანამავს ცას, შენ ხელში ჩაიყვან, აკოცებ და მერე ამომაწვდი...
მაღლიდან ქვევით...
ქვევიდან მაღლა... დავარწევთ ჩვენს პატარას.
მერე წამოიზრდება და ირბენს ხოლმე ჩვენ შორის ღრუბლებით.
ერთხელაც შენ ამოხვალ ქვევით და მე ჩამოვალ ზევით...
ჩვენი პატარა უკვე დიდი იქნება, ჩვენ კი დავბერდებით...
მერე შენც ჩამოხვალ ზევით და წავალთ შორს, სადღაც...

4 comments:

Anonymous said...

ჩემი ყველაზე ნიჭიერი ხარ შენ...! ნინზა :D

Unknown said...

:-D :-*

Anonymous said...

Chemi peria bavshvi :* :* (tatia)

nakrina said...

საოცარია, რა უცნაური ხედვა გაქვს, დარწმუნებული ვარ, შენს ფიქრებში ნანახი გაქვს ეს, რაც დაწერე. ძალიან მომეწონა და შენც მომწონხარ. პატარა მეგონე ასაკით, აზრებით, მაგრამ დიდი ყოფილხარ, პატარა დიდი :)