• RSS

Saturday, December 26, 2009

ალუბლობის ფინალი

     20 დეკემბერს დაბარებული ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპურში, ალუბლობის დაჯილდოვება იყო...
    დილით რაღაც საქმე მქონდა და სახლში არ ვიყავი, მერე მამას შევხვდი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ადრე იყო... ვისეირნეთ, ვისეირნეთ და გადავწყვიტეთ, სადმე შევსულიყავით, გვეჭამა... წამო, ლესელიძეზე აჭარული ხაჭაპური ვჭამოთო და წავედით, მაგრამ მერე იმ დაღმართზე ბოლომდე ჩასვლა დაგვეზარა და იქვე კუთხეში "ორ ლულაში" შევედით... შამფურზე შემწვარი ხაჭაპურიო, ისე ჟღერდა, მოგვინდა და შევუკვეთეთ, მაგრამ დიდი ვერაფერი, მაგას ხომ მეც გავაკეთებდი... smilie სურათებიც ვუჩხაკუნეთ ერთმანეთს...


 მიყვარს მე ჩამი მამიკო... smiles

თავისუფლებიდანვე გავყევით ავტობუსს. იქ რომ მივედით, უკვე ბევრი ხალხი იყო... არ მიყვარს ხოლმე პირველი რომ მივდივარ და ველოდები... smiles


 ბატონი შაშკინი გვყავდა... smilie  პატარა ლეპტოპებით დააჯილდოვა ნომინაციებში გამარჯვებულები. უპირატესობა მაინც დიდებს მიანიჭეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, 93 წლიანები, ყველაზე პატარები ვიყავით.
 გამარჯვებას რომ თავი დავანებოთ, მარტო მასტერკლასად და მანანა მასწის საუბრის მოსასმენად ღირს ხოლმე ეს კონკურსი...

 
  
 

მაგრამ პატივცემული შაშკინი მაინც შემეცოდა, რამდენჯერაც გამოაცხადეს, იმდენჯერ მოუხდა კიბეზე ალაჯება (ეს მისი საქციელის ასაღწერად ყველაზე შესაფერისი სიტყვაა) მისთვის ხომ კიბე არ არსებობდა... smiley

2 comments:

Nino said...

5 წლის წინ მეც ვიღებდი ალუბლობაში მონაწილეობას, მე-10 კლასში ვიყავი :) ალულბლობა კაი სიტყვაა :)

kanario said...

ძალიან სასიამოვნოა! ხო, მართლა გემრიელი სიტყვაა ალუბლობა... :-)