20 დეკემბერს დაბარებული ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპურში, ალუბლობის დაჯილდოვება იყო...
დილით რაღაც საქმე მქონდა და სახლში არ ვიყავი, მერე მამას შევხვდი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ადრე იყო... ვისეირნეთ, ვისეირნეთ და გადავწყვიტეთ, სადმე შევსულიყავით, გვეჭამა... წამო, ლესელიძეზე აჭარული ხაჭაპური ვჭამოთო და წავედით, მაგრამ მერე იმ დაღმართზე ბოლომდე ჩასვლა დაგვეზარა და იქვე კუთხეში "ორ ლულაში" შევედით... შამფურზე შემწვარი ხაჭაპურიო, ისე ჟღერდა, მოგვინდა და შევუკვეთეთ, მაგრამ დიდი ვერაფერი, მაგას ხომ მეც გავაკეთებდი... სურათებიც ვუჩხაკუნეთ ერთმანეთს...
თავისუფლებიდანვე გავყევით ავტობუსს. იქ რომ მივედით, უკვე ბევრი ხალხი იყო... არ მიყვარს ხოლმე პირველი რომ მივდივარ და ველოდები...
ბატონი შაშკინი გვყავდა... პატარა ლეპტოპებით დააჯილდოვა ნომინაციებში გამარჯვებულები. უპირატესობა მაინც დიდებს მიანიჭეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, 93 წლიანები, ყველაზე პატარები ვიყავით.
გამარჯვებას რომ თავი დავანებოთ, მარტო მასტერკლასად და მანანა მასწის საუბრის მოსასმენად ღირს ხოლმე ეს კონკურსი...
2 comments:
5 წლის წინ მეც ვიღებდი ალუბლობაში მონაწილეობას, მე-10 კლასში ვიყავი :) ალულბლობა კაი სიტყვაა :)
ძალიან სასიამოვნოა! ხო, მართლა გემრიელი სიტყვაა ალუბლობა... :-)
Post a Comment