• RSS

Saturday, March 13, 2010

"იმედი" ზრუნავს, რომ ადამიანებს იმედი დაეკარგოთ!


   გრცხვენოდეთ და კიდევ ერთხელ გრცხვენოდეთ! რა უბედურებაა?! ასე ხუმრობა შეიძლებოდა? რამდენ ადამიანს შეექმნა პრობლემა? "ჩურჩულით" ნათქვამი "სამომავლო ქრონიკა" საქმეს უშველიდა? მთელი საათ-ნახევრიანი გამოშვება იყო სრული მიწასთან გასწორებით! სატელეფონო ხაზები გაითიშა და მთელი საქართველო შოკში ჩავარდა! ისევ ქართველი თუ გიზამს! გრცხვენოდეთ! (ისე, რუსთავი2-მაც მშვენივრად გამოიყენა ეს შემთხვევა, პ.ს.-ში ბ.-ნი დავითი მთელი სიამაყით აცხადებდა, რომ ეს "იმედის"  “მოდელირებული ქრონიკა”  იყო და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა პირველკლასელი თანაკლასელს რომ დააბეზღებს რამეში და რომ უხარია).

3 comments:

გურამი said...

ამაზე მეც დავწერე: http://djguro.blogspot.com/2010/03/have-no-fear-i-am-here.html#comments

მარა მე მომეწონა. იცი რა გამოჩნდა აქედან: ის გამოჩნდა რომ აზრზე არა ვართ და ისევ პანიკაში ჩავარდით. ხალხმა ვალიდოლები დალია და სატელეფონო ხაზები გადაიტვირთა. ფორუმ.გე გამოირთო და რა ვიცი მე რა არ მოხდა კიდე.

ისე ეგ მართალია, ისევ ქართველი თუ გიზავს ამას. ანუ ისევ ჩვენ თავს თუ დავაზარალებთ.

clown said...

@გურამიგურამი
შენს აზროვნებაში რატომღაც ეჭვი მეპარება :))

ხალხმა ახლიდან განიცადა ის ტკივილი რაც 2008 წელს :|
ვინ უყურებდა ამწვანებულ ბუნებას, ან საზაფხულო ტანსაცმელს?


გეხვეწებით ტვინები გაანძრიეთ რა :)

kanario said...

რა მოგეწონა, გეხვეწები, ამიხსენი რა! იცი, ერთ ქალს, რომელსაც შვილი ჯარში ჰყავდა, ინფაქტმა დაარტყა და გარდაიცვალა! მე ეგ ვიცი მარტო და კიდევ რამდენი მოხდა ასეთი, ღმერთმა უწყის!