• RSS

Wednesday, March 17, 2010

აქა-იქ

   დღეს სკოლაში არ ვყოფილვარ. გუშინაც ქართულის სასკოლო დავწერე და წამოვედი. გავცივდი, ალბათ, სიცხე არ მაქვს, მაგრამ ცუდად ვგრძნობ თავს, ცხვირში ვარ გაჭედილი და თავი მტკივა...
.
   ამ ბოლო დროს, თითქოს ვეღარ ვწერ ვერაფერს, თითქოს სათქმელი აღარ მაქვს. არადა, როგორ მინდა ხოლმე მოვყვე რაღაცები.
.
   დილას ვათვალიერებდი wordpress-ის free თემებს, რამდენიმე მომეწონა ძალიან. მერე მინდოდა, იქნებ ბლოგერის თემპლეითად გადავაკეთო-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვქენი. (თქვენ თუ იცით რამე მსგავსი, დამეხმარეთ რა! :( )
.
   სიახლე ჩემს ბლოგზე: ახალი page გავაკეთე, ბლოგლისტი. შეძლებისდაგვარად, ყველა ბლოგი ვნახე და ჩავწერე. თუ გამომრჩა ვინმე, კომენტარში დაწერეთ და ჩაგამატებთ აუცილებლად :)
.
   მოუთმენლად ველი ნიჭიერის მე-2 ტურს. ისე, ჟიურს რაღაც გადაწყვეტილებებში არ ვეთანხმებოდი. ვნახოთ, რა იქნება!
.
   ფულის გაკეთება მინდა, ოღონდ არ ვიცი როგორ... :(
.
   ისევ ფილოლოგიურზე ჩაბარება გადავწყვიტე. მივხვდი, რომ კარგ ფილოლოგს შეუძლია, ჟურნალისტიც იყოს. ფილოლოგია მოიცავს ჟურნალისტიკას და არა პირიქით. მომწონს ჩემი გადაწყვეტილება! :) ზოგს ჰგონია, რომ გამოყენებადი პროფესია არ არის, ეს, ალბათ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რაში შეიძლება გამოიყენო ფილოლოგობა. მგონი, დღეს თითქმის აღარავინ აბარებს მანდ, დაფიქრდით, თქვენი შვილები უნივერსიტეტის გამოცდებში ქართულს რომ ჩააბარებენ, ვინ უნდა გაუსწოროს ნაწერი? ;)  სხვათაშორის, დღეს საკმაოდ კარგი სამუშაო აქვს ეროვნული ცენტრის გამსწორებელთა ჯგუფს. რამდენს ვყბედობ, მე მომწონს და...! :)
.
   "თვალს გავახელ და დილიდან გელოდებიი, გელოდებიიიი...." გიგა მიქაბერიძეს ვუსმენ ახლა, ინტერნეტში ძრომიალისას მომხვდა თვალში და 5-6 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველა მოვლენა მახსენდება... სუნამოებზეც ასე ვარ, ყველა სუნამო ცხოვრების რაღაც ეტაპს მახსენებს ხოლმე... "სიგარეტით, გიტარით და შავი ყავიით გელოდებიი, გელოდებიი..." "fა, ლა ლა ლო ლეო, ლო ლეო... f ა ლალა fა ლალააა.... "
.
    მომშივდა რაღაც...
.
    აუ, ეს ფოტო უნდა გაჩვენოთ ... იმდღეს აღმოვაჩინე facebook -ზე
.
    მშვენიალური ფოტოა, გაშტერებული ვუყურებდი... ვითომ არაფერი, მაგრამ რამხელა ენერგია მოაქვს...  "დიდხანს ლოდინი არ მიყვარს, მაგრამ გელოდებიიი, გელო......"  

7 comments:

Anonymous said...

რა მაგარი ფოტოა.. უცებ ჭიანჭველად ვიგრძენი თავი მარა მაინც მაგარი ფოტოა..

Unknown said...

ხო, მეც ასეთი შთაბეჩდილება დამრჩა თავიდანვე... თან სადაც მზე ჩასულია, იქ წერტილებად სინათლე რომ ანთია ეგ არის ყველაზე ემოციური კიდე... :)

Violet Girl said...

zogierti sunamo da musika mec maqvs dajavshirebuli chems cxovrebastan. :( da maxsenebs ragac ragaceebs :)))

vasasi said...

magrad geshlebaroca fiqrob, rom filologs sheudzlia jurnalistoba..

ase rom fiqroben, magitom gvyavs gadasarevi jurnalistebi grigolias tamadobit, asatianit gagrdzleeuli da nanukati damtavrebuli..

tumca, am qveyanashi xom yvelas sheudzlia jurnalistoba.. :simwrigimili:


:)

vasasi said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

მდააჰ, იცი, როცა ფილოლოგი ხარ, სიტყვების სწორად გამოთქმის უნარი გაქვს გამომუშავებული, ჩემი აზრით! წერ უფრო გასაგებად და არ ივიწყებ სასვენ ნიშნებს. :) მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ტელე და რადიო ჟურნალისტიკა მინდა, უბრალოდ, ვფიქრობ, ფილოლოგს, რომელსაც გამომუშავებული აქვს წერის კულტურა, ჟურნალ-გაზეთებში უკეთეს სტატიებს დაწერს და არ იქნება მსგავსი სტილისტური, მორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები, რომლებიც ახლა ყველას შეუძლია ჭარბი რაოდენობით იხილოს ნებისმიერ ჟურნალსა თუ გაზეთში! :)

Sophie שרה Golden said...

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეუძლია ჟურნალისტობა და სულ არ არის აუცილებელი ამისთვის 4 წელი სწავლა. იმდენი ჟურნალისტი ვიცი, ჩემთან რომ სწავლობდნენ და წერის აზრზე არ იყვნენ. ამიტომ, ფილოლოგიური მშვენიერი არჩევანია, წარმატებებს გისურვებ!