• RSS

Sunday, April 11, 2010

:-(


     ძალიან მიყვარდა ეს კაცი, შეიძლება, სააკაშვილზე მეტადაც კი. გულწრფელად იზიარებდა საქართველო-რუსეთის ომის ტრაგედიას, იზიარებდა არა იმიტომ, რომ პატივცემული და პატივსაცები საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი იყო, არამედ, მიაჩნდა, რომ მართლები ვიყავით. არც მე და არც ბევრ ჩემნაირს ეპარება ეჭვი რაღაც-რაღაცებში, თუ ვისი ნამოქმედარია ეს ყოველივე.  ამ ყველაფრის უკან დიდი კითხვის ნიშნები იმალება. ბევრი კითხვა ისმის... რატომ არ დაშავდა მანამდე დაშვებული თვითმფრინავი? რაღა პრეზიდენტის ეკიპაჟს ჰყავდა დებილი პილოტი? ...  რატომ მაინცდამაინც რუსეთში? ... 

   თითქოს სიმბოლური იყო ყველაფერი... დაღუპული პოლონელების ხსოვნის მისაგებად რუსეთში ჩასულ პრეზიდენტს გლოვობს ყველა. 


     მართლა ვწუხვარ... თან ისეთი კეთილშობილი სახე ჰქონდა, რომ უყურებდი, დამშვიდდებოდი. მისი განსაკუთრებული სიკეთე ცოლის სიყვარულშიც კარგად ჩანდა, როგორი გრძნობით აღსავსე თვალებით უყურებდა ხოლმე მეუღლეს. მეცოდებიან მისი ახლობლები. მთელი პოლონეთი მეცოდება. 

     ვიზიარებ პოლონელების დიდ ტრაგედიას. 

3 comments:

clown said...

საშინელებაა რა :|

Sophie שרה Golden said...

სააკაშვილზე მეტად როგორ გიყვარდა, კანარიო, კარგი რა! :( მე მიშაზე მეტად არცერთი პრეზიდენტი მიყვარს, I mean it :P :D

Unknown said...

hm! :))