• RSS

Tuesday, April 13, 2010

"ყველაფერი კარგად იქნება" - არც ისე...

                                           

  ამ ბოლო დროს რაღაც სულ გარდაცვლილ ადამიანებზე გამომდის პოსტები, მაგრამ... ყველაფერი ისე მიჰყვა ერთმანეთს...  ეს კი ის შემთხვევაა, როცა არ მინდა, დავიჯერო რომ გარდაცვლილია! 

  "დღეს, გამთენიისას, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ,  39 წლის მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.


მას მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ “იავნანას” გუშინდელ საქველმოქმედო საღამოში, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  მონაწილეობა ვერ შეძლო.
ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის “იავნანას” ცნობილი სლოგანიც - “მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი”.
ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა."  - იუწყებიან საინფორმაციო გამოშვებები. 
   ძალიან დამწყდა გული, უსაშინლესად! მისი ლექსები გულში მესობოდა ხოლმე და ხანდახან მთელი დღე მაფიქრებდა! მისი სპეციფიკური ხმა როგორ უხდებოდა მის ლექსებს... ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარდა ეს მსახიობი! 
  ის მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში! 
  ამ ლექსზე კი ვგიჟდები და მეტირება! 

1 comments:

Nanako Ust said...

ეჰ, რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია! ;(