...და გავცურავთ ფერების ზღვაში, ჰორიზონტს მიღმა... შენ ხელს მაგრად ჩამჭიდებ და რაღაცას მიჩურჩულებ... ბანალური სურათების მიღმა ყოველთვის რაღაც ძალიან თბილი და უჩვეულო იმალება ხოლმე... ასე ვარ მეც, ზედმეტად ბანალური...
მერე რა, რომ იმდღესაც წვიმდა, მე მიყვარს წვიმა შენთან ერთად... და ნაყინიც მიყვარს შენთან ერთად და ხელჩაჭიდებული შენც მიყვარს შენთან ერთად...
პატარა ოცნებებში პატარა შენ ხარ და ჩუმად მიყურებ ხოლმე, ბედნიერი ვარ, როცა გხედავ...
1817 დღე ერთად... და ვინ იცის, შემდეგ...
2 comments:
mapatie ase rom gatkine guli.... :(
:))
eg araferia, magan gamzarda.
Post a Comment