სკოლის პერიოდში სქელტანიან წიგნებს არ ვეტანები, ვერ ვწყდები მერე და გამოდის, რომ გაკვეთილები აღარ უნდა ვიმეცადინო. დაგაბავს თითქოს თავისთან და აღარ გიშვებს არსად... :) მთლად უამისოდაც არ შემიძლია ხოლმე...
თხელ წიგნებს, 200-300 ფურცლიანებს, მზესუმზირებს ვეძახი. სწრაფად და "უმტკივნეულოდ" იკითხება. ნებისმიერ ტრანსპორტში რომ გადაშლი და სიამოვნებას იღებ... რომ ამთავრებ ერთ-ორ დღეში, თითქოს რაღაც მოგემატა და გრძნობ, რომ ივსები ნელ-ნელა... არასდროს ვითვლი ხოლმე, რამდენს ვკითხულობ, მაგრამ დღეს კიდევ ერთ ასეთ "მზესუმზირას" შევუდექი და აღმოვაჩინე, რომ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, ჩემდაუნებურად, შვიდამდე ასეთი წიგნი წამიკითხავს... არადა, ისე უცებ ხდება ეს ყველაფერი რომ... ვერც ხვდები...
ჩემი მორიგი "მსხვერპლი" თეონა დოლენჯაშვილის "მემფისია". ბევრი აქებდა, სხვათაშორის... დამაინტერესდა. თვითონ სიტყვა არაფერს მეუბნებოდა, უფრო სწორად, ზუსტი მნიშვნელობაც არ ვიცოდი და დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ მემფისი ეპაფუსის მეუღლე ყოფილა და მითოლოგიიდანაც ცნობილია. ის ლიბიის დედა იყო.
მერე ავტორის შესახებ მომინდა ერთი-ორი სიტყვის გაგება. ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი ყოფილა 2006 წელს, წლის საუკეთესო დებიუტის პრიზი აუღია ნაწარმოებით "იანვრის მდინარე".
მოკლედ, მეტად საინტერესო ინფორმაციები დავადგინე და ერთი საათის წინ შევუდექი კითხვას... მერე კარზე ზარი იყო, გავაღე, შემოვბრუნდი და წიგნს რომ დავხედე, გავოგნდი, ნახევრამდე ისე ჩამიკითხავს, ვერც გამიგია... ისე იკითხება, რომ ნამდვილად შეგიპყრობს, შეგბოჭავს და აღარ გინდება, თავი დაანებო. ნეტა სხვებიც გრძნობენ ხოლმე ასეთ რაღაცას კითხვის დროს? თუ მარტო მე ვარ არანორმალური?! ნარკომანობა სხვა კი არაფერია... :შ
ბევრს აღარ ვილაპარაკებ ახლა... რომ მოვრჩები, მერე დავწერ უფრო დაწვრილებით... და მოგიყვებით, რა ემოციებმა გაიღვიძეს ჩემში ამჯერად. :)
5 comments:
mec dzalian miyvars aseti wignebi da skolis periodshi merchivna txeli wignebi bevri wamekitxa vidre erti da sqeli, tumca exla mase agar vfikrob magram mashindeli siyvaruli mainc momdevs <3
კლიფორდ სამაკს აქვს "მზესუმზირა" წიგნები და ძალიან მიყვარს ^_^
ძნელად წასაკითხი წიგნებიც მიყვარს, იდიოტი ჯერაც არ დამიმთავრებია :შ
ვინმეს აქვს კიდე "მზესუმზირა" წიგნები?! :O არადა, მე მოვიგონე! მოდი და თქვი, რომ ადამიანები ერთნაირად არ ფიქრობენ! მე მჯერა იმის, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა ერთიდაიგივე სიზმარი ნახონ! :-)
კლიფორდ საიმაკი უნდა დამეწერა და არა კლიფორდ სამაკი :D :D :D :D
რავი შეიძლება :შ
მაგრამ შენ რომ გეწერა მზესუმზირებიო მეც იმიტომ დავწერე :D :D :user:
ხო, მივხვდი, მეც მაგიტომ დაგიწერე ეგ! :)))
Post a Comment