• RSS

Thursday, May 6, 2010

თეონა დოლენჯაშვილი - "მემფისი"

"გულში სხვადასხვაფრად ჩაღვრილი ოცნებები ფრთებს ისხამენ და უკან ფრინდებიან..." 
                                                                                                                    კანარიო   

  •    განცდები, ემოციები და მოკლე მიმოხილვა .
   
      სავსე ვარ სიხარულით და მწუხარებით, ბედნიერებით და უბედურებით, ცრემლით და ღიმილით... მინდა, ვთქვა, რომ ამ გრძნობას სახელს ვერ ვარქმევ, ვერ გამოვხატავ - მეთქი, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაძლევ ამის უფლებას, უნდა გამოვხატო! 

   ოთხი საათის მანძილზე ისე ამაკანკალა და დამძაბა ამ წიგნმა, ზურგში ტკივილს ვგრძნობ... გგონია, რომ სულში ვიღაც კლანჭებით ჩაგსობია, განჯღრევს, გაფხიზლებს, მაგრამ მერე ხვდები, რომ არამარტო სულს - სხეულსაც ამჩნევია ბასრი ბრჭყალებისგან დატოვებული კვალი... ეს წიგნი ცხოვრებაა, შენ კი მასთან ერთად გტკივა და გიხარია! 

   ადრე კითხვის დროს ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია: მიუყვები სტრიქონებს ელვის უსწრაფესად და უცებ... სდექ!  ისეთ რამეს ამოიკითხავ, გული გიტოკდება, კედლებს ეხეთქება და გგონია, რომ სხვებსაც ესმის ეს ბაგა-ბუგი... არადა, ისეთი უბრალო სცენის წარმოდგენისას გემართება, რომ მერე საკუთარ თავზე ბრაზდები...

    ალბათ, ბევრი იტყვის, რამდენს ლაყბობსო, მაგრამ შემიძლია, კიდევ განვაგრძო... კიდევ... უსასრულოდ ვილაქლაქო ამ განცდების შესახებ, რომლებმას დღე-ღამის მეექვსედში საოცრად გამზარდა, საკუთარი თავი აღმომაჩენინა და ბევრ რამეზე დამაფიქრა...


    ეს ერთი ჩვეულებრივი გოგონას ისტორიაა, ცხოვრებისგან დაჩაგრულის, რომელსაც ვერ გაურკვევია რა ხდება მის თავს... მამას ბავშვობაშოვე მიუტოვებია, ადამიანს, რომელიც ყველას ერჩივნა ამქვეყნად!   დედას კი....  დედას კი იმდენად უყვარდა პატარა ანა რომ .....  არ მინდა, მოგიყვეთ! თქვენ ადგილას რომ ვიყო, არ მომიდნებოდა გაგება წიგნის იმ დეტალების, რომლებიც თვითონ უნდა აღმოვაჩინო და თვალები გამიფართოვდეს! 


  •  საცრემლო ეპიზოდები.  (მოკლედ და ქარაგმულად)
   ... რიჟა ავადაა, ლეიკემია აქვს... მასთან მისულ ანას ბოდიშის მოხდა უნდა ყველაფრის გამო...

   ... შენახული ფული ბებიდას სამკურნალოდ სჭირდება... ვეღარ პოულობს... და აღმოაჩენს, რომ ნიკას ხელი ურევია მის აორთქლებაში...  -  ამ მომენტში საშინლად მომინდა ნიკა თმით მეთრია! 

   ... დაბრუნებულ მამასთან შერიგება და უკანასკნელი კოცნა...  - ვისლუკუნე.


   ... ანას პირველი "მკვლელობა"  -  ამ დროს კინაღამ მეც გული ამერია... პირში მძაღე გემო ვიგრძენი.

   ... რბილი და სათუთი ხელები დედიკოს ლოყებზე... -  დამთბა.

   ... პატარა სანდროს სიკვდილისგან იხსნის ანა თავისი გოგონას სიცოცხლის ხარჯზე...  - ძალიან ამაღელვა ანას კისერზე ხელებშემოხვეულმა სანდრომ... ბუნჩულა ხელები მეც ვიგრძენი თითქოს.

  ... და ბოლოს, რიჟას განწირული სიყვარული და....  სიკვდილი... კვლავ, მაინც სიკვდილი.... თბილ სისხლში მოცურავე ასანთის ღერები და სასოწარკვეთილი ანა.... სანდროს სიკვდილი მარის სიცოცხლეს უნდა შესწირვოდა .... ახლა კი ერთად არიან, პატარა შარავანდედები ადგათ და თამაშობენ... 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

   თამაზ კეჟერაძის არ იყოს, მშურს თქვენი!  "მემფისის" წაკითხვის ბედნიერება რომ წინ გაქვთ! 


4 comments:

clown said...

კარგია როცა წიგნი შენში შენთვის სასიამოვნო ემოციებს იწვევს ^_^

Unknown said...

მართლა ძალიან მაგარია!

Anonymous said...

შვილო, გადაიკითხე ბუმბერაზი კლასიკოსები.. :))

Unknown said...

kargi mkitxveli mas hqvia, vinc klasikosebsac kitxulobs da amasac...
unda sheavsot, she av sot : )