• RSS

Sunday, May 9, 2010

უბის წიგნაკიდან

10 წლის შემდეგ 


    - ხვალ გადავდივარ... ღმერთო, არ მჯერა!  ყველაფერი უნდა მოვასწრო. ბარგი ჩავალაგე, ბავშვების ტანსაცმელიც ჩალაგებული მაქვს... საბუთებიც... ვაიმე, ქორწინების მოწმობა!  ნეტა სად არის?!  რომელ უჯრაში ჩავდე? - ველაპარაკები საკუთარ თავს და უჯრებს ერთმანეთის მიყოლებით ვსინჯავ. გაყვითლებული ფურცლების ქვევიდან რაღაც ბრჭყვიალამ თვალი ჩამიკრა.

   - ეს რა არის? მარის ბლოკნოტებს აქ რა უნდა, რა ცელქი მყავს, ღმერთო?! თუ არა... მოიცა... კანარიო - ჩემი ბავშვობის ფსევდონიმი. ვინი-პუჰიანი ბლოკნოტი... ჩაკეტილია. ნეტა გასაღები სად არის?! უნდა ვიპოვო! - ფურცლებს ვფანტავ აქეთ-იქით და ეს "ნიავი" მსიამოვნებს. თითქოს ბავშვობას ვუახლოვდებოდი, ვუახლოვდებოდი, მივწვდი, ჩავებღაუჭე და ახლა აღარ გავუშვებ. 

  წითელი ხალიჩა ქაღალდებმა დაფარა. უჯრის კუთხეში გაჭედილი ტყუპი გასაღები ვიპოვე, ერთმანეთს რომ ეჯახებოდნენ, მათი წკრიალი მსიამოვნებდა. 

   მწვანე ბოქლომი ტკაცუნით გაიხსნა, საწოლზე ჩამოვჯექი და გავირინდე: 


  "ქარია, ცუდი ამინდია, მე კი კარგ ხასიათზე ვარ. რატომ? შენც მშვენივრად იცი, ვინი!  დღეს ვნახე მეორედ, პატარა ბრელოკი მაჩუქა, მწვანე... სიცოცხლის ფერია და გიხდებაო - ასე მითხრა და მუჭაში ჩამიდო. მიხარია, თითქოს თილისმა ვიპოვე."  - გამეღიმა, გულში რაღაცამ მომიღუტუნა, არ შეცვლილა. მარის სულ მწვანე სათამაშოებს ჩუქნის ხოლმე და ამ ზაფხულს ნაყიდი ფაშფაშა სარაფანაც, რა თქმა უნდა, მწვანე იყო...

  "ერთი საათი, ოცდაორი წუთი და ჩვიდმეტი წამი ვილაპარაკეთ ტელეფონზე... ყური მიხურს, მაგრამ სასიამოვნოდ... ნეტა მერე რა იქნება? მომავალ წელს, მომავლის მომავალ წელს... მიხარია როცა ერთად ვართ..." - "მიხარიას" მერე მძიმე უნდა, გავიფიქრე მე და საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები, როგორ მაქვს სარეველა ბალახივით გამჯდარი ეს გრამატიკა. 

   - საყვარელო, მოემზადე? - ფრთხილად შემოაღო კარი და მარტო თავი შემოყო.

  - კი, კი, ქორწინების მოწმობასაც ჩავდებ და... ნახე, რა ვიპოვე?! გახსოვს, რომ დამცინოდი ხოლმე, რა პატარა ბავშვი ხარ, ყველაფერს ინიშნავო... - გამეცინა.

   - რა გაცინებს, ახლაც ასეთი ხარ! - მითხრა და გულზე მიმიხუტა. 



12 comments:

ეკაუკა said...

მმმმმ... რა თბილი იყოოოო :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

hah genialuri chanaceri iyo : ))) albat mec ase momiva ki arada exla ukve ase momdis :D bolo dgiuri 8 - klasshi davcere da mere tavi davanebe , mere abiturientobiasas ise vnerviulobdi isev davicye cera da exla rom mxvdeba es chanacerebi sicilit vixevi! <3

Unknown said...

ხო, ალბათ, ყველას ასე მოსდის დიდობაში. მე მოვლენებს წინ გავუსწარი და წინასწარ წარმოვიდგინე სიტუაცია! :)

Nanako Ust said...

ვაიმე, ამეტირა.. ეჰ, იმედი მაქვს ყველაფერი ასე კარგად იქნება, როგორც ამ პოსტშია.. :*

kanario said...

რა გატირებდა, გოგო?! :D

clown said...

მაგარია ^_^
მომეწონა <3



ხოდა სალო შენც გილოცავ დომენს :*

kanario said...

რა დომენი, ხალხო, გამარკვიეთ?! :?

clown said...

@kanario
TK-ზე გაქვს გადაყვანილი, მაგრამ ბოლომდე არა, ლინკებს არ აგდებს :შ

kanario said...

მდააჰ, გადავირევი, არადა მე არ გამიკეთებია! :)))

Anonymous said...

ჩემი სალოოოოოოოოოო.... რა საყვარელი მყავხაააარ... :***

Anonymous said...

თათიააა ვააარ ფეერ :***

Anonymous said...

chemi nichieri gogo... miyvarxaaaar :* chemi bednieri xar da gmertma ferad-feradi dgeebi gimravloos :*

tamuuu :X