• RSS

Monday, June 21, 2010

Rest Time

 

  ჩემთვის ზაფხული, როგორც ასეთი, სკოლის გამოცდების მერე იწყება ხოლმე... და ვეღირსე, როგორც იქნა! ათასი გეგმა მაქვს ამ 2 თვე-ნახევარში... მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ათას საქმეს წითელი ზოლივით გამოცდებისთვის სამზადისი უნდა გაჰყვეს... საშინლად არ მინდა!  როგორ გადავაგორებ ამ ყველაფერს, არ ვიცი! მომავალ წელს ყველაზე დაძაბული, დატვირთული და სტრესით აღსავსე წელი მელოდება... ო, მაი გად! :-S 

   ისევ წიგნები თუ მიხსნიან გაგიჟებისგან... ჯერ ვერ შევარჩიე, რა წავიკითხო... თუ გაქვთ კარგი იდეები, ანუ ამ ბოლო დროს წაკითხულების შთაბეჭდილების ქვეშ ხართ, გამიზიარეთ და გადამარჩინეთ! :) 

ვცდილობ, გავიღიმო! :) 

P.S. ჰო, მართლა, ქეთ, გილოცავ დაბ.დღეს! ;-) 

8 comments:

სოციალური ბლოგი said...

ზაფხულში წასაკითხად რეკომენდირებული ლიტერატურა:
1. ტომ სოიერის თავგადასავალი;
2. ბიძია თომას ქოხი;
3. ამბრნი, უმბრნი და არაბნი;
4. დათა თუთაშხია;
5. ჯეინ ეარი;
6. ......
7. ....
8. ..
9. .

თუ რომელიმე წაკითხული გაქვს, შეგიძლია - გადაიკითხო :-)

Unknown said...

ყველა წაკითხული მაქვს.... :P :P :D

მაგრამ მერე რა რომ ტომ სოიერი ჯერაც არ დამიმთავრებია! არადა ზუსტად 12 -ჯერ დავიწყე, რამდენს ვიცნობ ჩემსავით დატანჯულს ამ წიგნით... ჩვენი ცოდვით მარკ ტვენი საფლავში ვერ გაიხარებდა.... სამაგიეროდ ჰეკლბერი ფინი და უფლისწული და მათხოვარი აქვს კარგი ^^

აისბერგი said...
This comment has been removed by the author.
აისბერგი said...

tom soieric kargia :P tavis droze me 7-jer daviwye :
" -tom!
pasuxi ar aris.
-tom!
pasuxi ar aris." :D
magram bolos bolomde mainc chavedi :)))

Unknown said...

უჰ, გმირი ყოფილხარ! :)) მერე მეც ვცდი ერთი.. და გავგმირდები იმედია ^^ ახლა უკვე შემიძლია საკუთარ თავზე გამარჯვება! :)

Taknatuna said...
This comment has been removed by the author.
Taknatuna said...

უი გაისად შენ ხარ ანუ აბიტურიენტი, ჰუჰ, ყველაზე ცხელი წელი გელოდება.რაზე გინდა ჩაბარება/
დავით ტურიაშვილის ჯინსების თაობა წაიკითხე :))

დიონისეს ღიმილიც ძალიან მაგარია

kanario said...

ჟურნალისტობა მინდა, თაკნატუნა... :))

და ორივე წაკითხული მაქვს.. :(