• RSS

Tuesday, July 20, 2010

ჭია-მაიები



   ჭიამაიებს ეშინიათ უეცარი აღმაფრენის...
   ისევე, როგორც მე...
   ჭიამაიებს შავი წინწკლები აქვს თქვენთვის...
   ჩემთვის კი იასამნისფერი...
   ჭიამაიებს პატარა ფეხები აქვთ თქვენთვის...
   ჩემთვის გიგანტები არიან..
   ჭიამაია ის მწერია, რომელიც ამინდს გატყობინებთ თქვენ...
   ჩემთვის კი შორეული ამბები მოაქვთ შორეული სამყაროებიდან...
   ჭიამაიები უსუსურები არიან თქვენთვის...
   ჩემთვის კი მისაბაძად ძლიერები...

   მოდით ჩემთან, ყავისფერო ჭიამაიებო...!

2 comments:

Clown said...

შენც ორფეხა ჭიამაია ხარ ^_^

<3

kanario said...

რომელიც საკუთარ თავს აშენებს უკვე რამდენი ხანია და გზადაგზა ეშლება ისევ... :შ