• RSS

Thursday, July 22, 2010

წამოდი...



   ბილიკის ბოლოდან მიღიმის ვიღაც ძალიან ახლობელი...

   წამოდი...
   ჩუმად ვხვრეპ უკვე გრილ ჩაის და მეფიქრება...
   წამოდი...
   მწვანეფრთიანი ანგელოზები დაჯირითობენ მსუქან ღრუბლებზე და სასიამოვნოდ იკრიჭებიან...
   წამოდი...
   მზე გამიყვითლდა, როგორც იქნა...
   შოკოლადის წვიმას ამაოდ გავურბივარ და ჩემი თმის მტვრევადი ღერები გულისწამღებად ეწებებიან ერთმანეთს....
    წამოდი...
    ცხოვრების მონეტები ბზრიალებენ სინქრონულად...
   
   შემოდგომის გამხმარ ფოთლებში შევძვერი და გავიტრუნე... მათი უსისხლო კაპილარები სახეში მებლანდება, ყელზე მიჭერს... მახრჩობს...
   გრაციოზულმა პეპლებმა დამცინავად გადმომხედეს და გაფრინდნენ...
   წამოდი...
   წითელი სინათლე თვალებს მტკენს.
   გაყინული მზერები აქვთ კლდეებზე მღოღავ ადამიანებსაც...  წამოდი...

   სათვალეს მხსნიან ბოლოს... ჩუმად... 
   წამოდი...

   წავალ! 


3 comments:

clown said...
This comment has been removed by the author.
Clown said...

დარჩი! ^_^

<3

kanario said...

ჰო, ალბათ, მომიწევს... მომიყვანეს აზრზე და... :)))