• RSS

Wednesday, September 8, 2010

რეტრო




ცივ ოთახში ვზივარ, შავფარდებჩამოფარებულში...
იატაკზე ირგვლივ მკვდარი პეპლები ყრია, რომლებსაც კაკაოსფერი მოგონებები აწუხებთ. ბუხარი ანთია, მაგრამ ყინულები აქვს შეკეთებული და სითბოს ნაცვლად ბასრ სიცივეს ისვრის...
მცივა...
გრძელი თმა პარკეტს ჩავაწანი და ზრდა დავიწყე...
გავიზარდე, გავიზარდე იმაზე დიდი, ვიდრე ადამიანები არიან...
ვისუნთქე, ვისუნთქე მალინისფერი ჰაერი და სანამ სულ არ შევისუნთქე, არ გავჩერდი.
ტკბილი ხიზილალები ტივტივებდნენ გარშემო...
მეშინია, მეშინია აწმყოსი და მომავლის უფრო.
რანაირი სიტყვაა მომავალი?! ან საიდან მოდის? იქნებ სულაც არაა საშიში... არა, არ იქნება საშიში, დაღლილი იქნება, მგზავრია, მომავალია...

რამდენი ათვლის წერტილია სამყაროში.
ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების ათვლის წერტილია, დაბადებიდან სიკვდილამდე...
მათემატიკოსები ირწმუნებიან, წრფე უსასრულოაო..!
ნეტა ვინ მოატყუათ?!
ისეთივე სასრულია, როგორც ადამიანი!
ადამიანი მონაკვეთი არაა, წრფეა, სასრული წრფე..!

იატაკზე ერთი პეპელა გაინძრა, აფართხალდა და თმებში გამეხლართა...
სციოდა, ალბათ..
ტკაცუნით იწვის ყინულები.
მეც მცივა...

დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოგონებებიც კაკაოსფერია და ისევე მაწუხებს, როგორც მკვდარ პეპლებს ჩემ გარშემო...
ოღონდ მე ცოცხალი ვარ!

4 comments:

Kate said...

კი, ადამიანი მართლაც სასრული წრფეა.
მისი ცხოვრება კი - წრე.

Anonymous said...

წრის ეფექტის ბრალია ყველაფერი

hausiusi said...

უსასრულო წრფე ისეთივე ტრანსცენდენტალიაა როგორიც ყველაფერი უსასრულო ჩვენს სასრულ სამყაროში. ჩვენი უსუსური გონება ვერ ეგუება უსასრულობას, რადგან ჩვენს გარშემო ყველაფერს აქვს დასასრული, იმიტომ რომ ოდესღაც ყველაფერს ჰქონდა დასაწყისი. თუ წრფე სადმე იწყება მაშინ უნდა დამთავრდეს კიდეც სადმე. თუ არ იწყება არსად მაშინ აუცილებლად წრე იქნება, სადმე ამ სამყაროს გარეთ მაინც შეუერთდება ბოლოს და წრეზე უკვე შენ ილაპარაკებ ჩემზე უკეთ.
ეს დასაწყისი ზემოთმოყვანილმა კომენტარებმა გამოიწვია, მე კი მხოლოდ იმის დაწერა მინდოდა რომ ძალიან გემრიელი პოსტია, უცებ მეც მომინდა შემესუნთქა მალინისფერი ჰაერი იქნებ გემოც მალინისა ჰქონოდა... ტკბილი ხიზილალაც ძალიან საინტერესო იქნება... :)

hausiusi said...

მომავლის შიში კარგი რაღაცაა, უფრო ფრთხილად ხარ... აწყმყო მართლა საშიშია... ახლა უფრო მეტად დავფიქრდი ამაზე...