• RSS

Thursday, June 28, 2012

თავადის ასული...ირრუბაქიძე!



ჩემმა შოკომ კარგად იცის, როდის რა ემოციებს ველი... როდის როგორ ვარ და როდის რისი მოსმენა მინდა... ეს ადრეც იცოდა, თქვენთვისაც წამიკითხებია მისი სითბოჩაღვრილი წერილები... <3 
იმდღეს დამაინტრიგა, შენთვის რაღაც მაქვსო... ვიფიქრე, ეს ბავშვი შემომაკვდება-მეთქი, მაგრამ ისეთი რაღაც მაჩუქა, ორმაგად ავჩუყდი... 


დღეს სულ ეწერინებოდა და ჩემი ბლოგი დავუთმე... მინდა, რომ ყველას წაგაკითხოთ, რა გოგო მყავს! <3 



გაიღვიძეთ! თავადის ასულს უყვარხართ!..



ზუსტად ამ ტექსტის მესიჯი მიუვიდა დილაადრიან 3 ჩემს გულს... დამიბრუნდა 3 სხვადასხვანაირი პასუხი: 


(ჩემი კანარიო) მე მღვიძავს კაი ხანია.რომ გავახილე თვალები, fb-ზე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილი შენი სტატუსი ვნახე და მივხვდი,რომ გეღვიძა:*


მე  –არ მძინებია,მალე წამოვალ და ჩაგეხუტები
(ჩემი კანარიო) – კაი! მინდა ჩახუტება ისე, რაღაცნაირად ვარ და მესაჭიროები <3

მე – მიგულე!



II (ჭონხაძე) – თავადის ასულიც გვიყვარს:* მე უკვე მღვიძავს

მე – ჩემოგოგო:*

II (ჭონხაძე) – შენ ჩემო:*


III (ჩემი სული) – ჰოი რა პატივია დიადო თავადო:დ<3

მე – ცინიზმი,სატირა,ირონია,კრიტიკა–გვერდზე!მე შენ გულით მიყვარხარ,მთელით!

III (ჩემი სული) – ვაიმე გოგო ცრემლი მომერია, რა მოგაწვა ამისთანა ამ დილაუთენია
მე – ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემო ლამაზო!


   დილა ასე დაიწყო, თბილად, ტკბილად... თუმცა დაიწყო რა, არც დასრულებულა ჩემთვის ღამე... გავათენე! მიმეჩქარებოდა მაღლივში – სასაცილოა, ვიცი... მაგრამ რამდენიმე დღის უნახავი ჩემი სხეულები და გულები ვიცოდი, რომ იქ იქნებოდნენ!

ნახვა, ჩახუტება და წამიერი გულის აჩუყება იყო, თორე მე და გზიროს შეხმატკბილებულს დიდხანს რა გაგვაჩერებს?!

  მთელი დღეა წერა მინდა (თითქოს აკადემიურის გამოცდაზე არ მეყო, ხელის მომტვრევამდე რომ ვწერე ბრტყელ–ბრტყელი სიტყვები მაღალი ქულისთვის).
მთელი დღეა მომეტებულია ჩემში ამათი სიყვარული. ბევრი ყვირილი, ხალისი, სიცილი, გულის ნადები და მოგონება მაკავშირებს მათთან, ყველასთან. ავტობუსსში ისიც კი მეგონა, დღეს უკანასკნელად ვნახავდი მათ... არ მინდა ზაფხული...ვისთვის ბანალურია ეს სიტყვები, მაგრამ გზირომ და კანარჩიკამ კარგად იციან, რას ვუპასუხებდი მე მათ ამ შემთხვევაში.
   მათთან ყოველი ახალი დღე ყოველი ახალი თავგადასავალია... ახალი გრძნობა და განცდაა, ახლის შეცნობაა.
ვცდილობ ხანგრძლივი იყოს მათთან ყოველდღიური ურთიერთობა... ისინი ABCDE ვიტამინებს ჰგვანან, რომლებიც უნდა მიიღოს ადამიანმა... ზოგი რას უწყობს ხელს, ზოგიც – რას!
   ასეა... გამოცდა დამთავრდა და ისევ შევიკრიბეთ (როგორც ყოველთვის და სულ)! ვკვდებოდი ისე მეძინებოდა, მაგრამ მახალისებდა მათი სიცილი და მეც ვცდილობდი მეტი უაზრობა მეთქვა იმისთვის მხოლოდ რომ ერთ–ერთ მათგანს ოდნავ მაინც გაეღიმა... ნუ, გზიროზე არაა აქ საუბარი, ანბანი რომ ვთქვა, იმაზეც სიცილს დაიწყებს... დაზომბებული მყავს ეგ ბავშვი... სულია, რა ქნას... ჩემი სულია!
კანარიომ მაინც მოასწრო გამოცდამდე გულის ფართოდ გადაშლა ჩვენთვის... ჩვენც გვქონდა შესაბამისი რეაქციები, ყველაფერი კარგადაა!
   ხარაშა ისევ ატყდა, ჩემთან წამოდითო (როგორც ყოველი გამოცდის შემდეგ იცის ხოლმე). ხვეწნით რომ ვერაფერს გახდა, დედაჩემი პიცას აცხობსო და მე და გზირო უკვე ვაჟაზე ვიყავით, ხარაშას მისაღებ ოთახში და ვჭამდით ყველაფერს, რაც იჭმეოდა და რითაც გვიმასპინძლდებოდნენ (ჭურჭელი დავინდეთ) :)
კანარიო ვერ წამოვიდა, გარკვეული და საპატიო მიზეზების გამო <3 (არაუშავს, ჩვენ მეტი პიცა შეგვხვდა:)) არც ჭონქაძე წამოსულა, ეგ ნიმფაააააა :)
   ხარაშასგან წამოვედით სახლში და ფეისბუქზე განვაგრძეთ მე, კანარჩკმა და გზვირომ საუბარი... საუბარს ვუწოდებ, თორე საოცრებების კორიანტელს უფრო ჰგავდა :)
   კანარიოს (ჩემს ქაბლატონს) მოვახსენე, რომ პოსტის წერა მინდოდა და ჰა, ვწერ და იმედია, მალე დადებს ბლოგზე :) არ დადებს და მაგის...(გზირ, ხო იცი რაც? :დ)
საბოლოოდ რა მინდოდა ამ პოსტით მეთქვა? მინდა, რომ მიყვარდეთ და გიყვარდეთ სულ... ისე, როგორც ახლა... ჩვენ ყოველთვის გვერქვას ჩ ვ ე ნ და არასოდეს რამე სხვა! გზიროს ყოველთვის გზიროთი მივმართავდეთ, კანარიოს სალომე არასდროს დავუძახოთ, ნიმფა ისევ ისე დაფარფატებდეს გულიდან გულში, ხარაშა არასდროს იყოს მოწყენილი და დედამიწისფერ თვალებგაბრწყინებული იყოს სულ, მე ყოველთვის თავადის ასული ვიყო....(ნუ შეგიწუხდათ სახეები ამის კითხვისას! ეს ასეა და ასე იქნება სულ, მუდამ!)
   მიყვარხართ და მინდა ამ პოსტით ეს დღე,ერთი უბრალო დღე, არასოდეს დავივიწყოთ!
   მე თქვენთან ვარ და მე თქვენ მიყვარხართ! მეყვარებით! თქვენი ჭირვეული, ჯინიანი, წუწუნა, ბუზღუნა... თავადის ასული ირრუბაქიძე!..

28.06.2012


2 comments:

musiciangirl said...

ვაიჰმე... რა თბილი "რაღაცა" იყო <3
მიყვარხართ!!!!!!!!!!!

ბარბი said...

კაი რამე იყო :) ... მუსიცან გირლ ჰაიმე კაი იყოო :დ:დ