• RSS

Sunday, July 22, 2012

Final exams and summer job


   მონატრებულზე ბლოგზე შემოსვლა და თუნდაც ცარიელი ფანჯრის დანახვა, რა ნეტარება ყოფილა, ახლაღა მივხვდი... თანაც, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდები მეწურება და ოდნავ უფრო მეტი დრო მაქვს... 25-შიც ვესტუმრები დიად მაღლივს და ვიქნები მერე ჩიტივით თავისუფალი სწავლისგან... დანარჩენი საგნების ქულები კი ვიცით უკვე და "მწვანე პწიჩკებიც" პატარა ბავშვივით მახარებს. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მეორე დღის გამოცდისთვის გათენებული ღამეები აღარ მომეკარება, ვიქნებით მხოლოდ მე და ჩემი ძვირფასი წიგნები <3

   უბრალოდ, თსუ-მ ცოტა იმედები გამიცრუა... 17 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, შარშანდელი წლისგან განსხვავებით (4 ოქტომბერს დავიწყეთ წინა წელს) და რომ მეგონა, ზაფხულის პაპანაქებაში აღარ მოგვიწევდა გამოცდაზე ბოდიალი, "ჩვენ ბოდიშიო" - გვიპასუხეს... :/ ისევ ივლისში მთავრდება ფინალურები, წინასწარ გათვალისწინებული სასწავლო გეგმით და ლექციების რაოდენობა გაგვიზარდეს თუ რა ჯანდაბა გააკეთეს, ჯერ ვერ გავრკვეულვართ :/

   (SOS! თსუ-ში ასწავლიან ლექტორები, რომლებიც ძალიან ზარმაცები არიან ნაშრომების გასწორებისას, სიფრთხილე გამოიჩინეთ და არ დათმოთ უსამართლოდ დაწერილი ქულები -  რჩევა გაწბილებული სტუდენტის გამოცდილებიდან.)


    ჩემები მომენატრნენ (კილა და ტყუპები)... ნინი მინდა, რომ  მალე ჩამოვიდეს თბილისში, შევგროვდეთ ბოლო-ბოლო, რამდენი ექნებათ სალაპარაკო... არც მე დავაკლებ! ისე, ჩვენს სხვადასხვა სპეციალობებს ინტერესები და სასაუბრო თემები უნდა შეეზღუდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა და როგორ მიხარია ხოლმე! :)) 
     

    ხვალ უცნაური დღე მაქვს... პირველი ორშაბათია ჩემი ოფიციალური სამსახურით. განათლების სამინისტროს პროექტის "summer job"-ის ფარგლებში დავსაქმდი. იმდღეს საბავშვო ბაღების სააგენტოში გამოვცხადდი, საკმაოდ ბევრი სტუდენტი იყო ჩემ გარდა, სიებს თუ გავითვალისწინებთ... გვითხრეს, ბაღების დირექტორები თვითონ გაგაცნობენ, რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად... უბრალოდ ახლა ის პერიოდია, როცა მშობლებს ბავშვების საბუთები მოაქვთ სექტემბრისთვის და მიღება-გაფორმება მოგიწევთ და მსგავსი სამუშაოს გაწევა ბაღებისთვის, თქვენი დახმარების იმედი გვაქვსო... 156 ბაღი ყოფილა, თუ სწორად მახსოვს, თბილისში და გაგანაწილებთო... მალევე დამირეკეს, იმ დღისითვე... შეღავათებიც გაგვიწიეს, რაიონების მიხედვით გაგვიშვეს და ჩემთან მოვხვდი, ახლოს... მაინტერესებს, რა იქნება და როგორ <3 შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ პერიოდულად... 

   მარტყოფში ცოტა გვიან მოგვიწევს წასვლა, ნანაკო და ბებო აპირებდნენ, წასულიყვნენ, მაგრამ ჩემმა ქა"ბლ"ატონმა არ მინდა თქვენ გარეშეო, დედაჩემს და მამაჩემსაც რაღაც საქმეები აქვთ, ჰოდა, ვიქნებით თბილისში კაი ხანი... (შეპირებული პოსტი ელექტრონულ ფოსტაზე არ დამვიწყებია, ნახევარზე მეტი აკრეფილი მაქვს და "დრაფტებში" გდია, ამ დღეებში მაგასაც გამოვაქვეყნებ... იმედი მაქვს, გამოადგება ბევრ თქვენგანს!)


   ისე, კინემატოგრაფიის მოყვარული არ გახლდით დიდად, ნანაკო უფრო იყო... ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრ ფილმს ვუყურებ, ორგანიზმი მთხოვს თითქოს, აინაზღაურეო... თანაც, ქართულად დუბლირებულები მომრავლდა და მახარებს ეს ფაქტი ძალიან...
   წავალ ახლა მე, მივუჯდები ჩემს დას და ვუყურებთ დაძინებამდე, გამზადებული ექნება რამე, ოხერი მყავს ეს : ))))))))) 


6 comments:

Anonymous said...

როგორ მესმის შენი :D

Unknown said...

მიხარია : )

Anonymous said...

dzvirpaso ustik, mec dzalian momenatre da imedia mela davsxdebit da vichoravebt bevrs... :) tan, echvi ar mepareba, rom salaparako imaze meti gvaqvs, vidre velit :D momnatrebia sheni blogic <3 cota ufro xshirad were ra :)

Unknown said...

dao ninza, miyvarxar imaze metad, vidre warmodgenis unari gagachniat ^^ : )))) :*

Clown said...

Vzivar axla matematikis leqciaze da vkitxulob shens postebs :D xoda mec gavige ukve tsus zarmaci leqtorebis gemo Xd

Unknown said...

matematikis leqciaze chems postebs gansakutrebuli gemo aqvs, clown! :D:D <3