• RSS

Monday, October 22, 2012

ღვინობისთვის 22



ახალი გაღვიძებული რომ ხარ და ლეპტოპს უზიხარ წიგნითა და ჩაის ფინჯნით ხელში...
იცი, რომ ლექციამდე ჯერ კიდევ არის დრო...
კედელს მიღმა მეზობლად მცხოვრები გუშინ მონათლული ნათლულის ხმა გესმის...
გეღიმება...
მერე მესიჯი მოდის...
მშვიდად ხსნი და იწყებ კითხვას:
"ერთი კვირა და ორი დღე დარჩა ნოემბრამდე...
მე დამეწყო უკვე ..სენტიმენტები..."
"ტკბილი ნოემბერი" გახსენდება - იცი, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანის დრო იწყება...
მაგრამ არასდროს ინატრებდი, სარა დივერის მსგავსი მომავალი ჰქონდეს,
იმიტომ, რომ ძალიან გიყვარს!

რამდენიმე ყლუპი ჩაი და დაწყებული პოსტისთვის თვალის გადავლება...
პოსტისთვის, რომელსაც აუცილებლად გამოაქვეყნებ!

ახლად შემოწმებულ ელ-ფოსტას ამოწმებ ხელმეორედ...
მაგრამ არაფერი...
რამდენიმე სტატია დაგრჩა გასასწორებელი "თსუ თაიმსისთვის",
მალე ეს პროექტიც ამუშავდება და სისტემატიურად ჩაებმები საქმეში...

წერტილი, მძიმე, სტილისტური ხარვეზი - "ადგილი ჰქონდა", აღ - ზმნისწინის გახლეჩვა,
ჩართული, რა თქმა უნდა - ცალ-ცალკე! აბზაცი...
"ბოლდი" და "იტალიკი"...
ისევ მძიმე.

მომწონს ეს საქმე, მიუხედავად გრამატიკისადმი ჩემი დამოკიდებულებისა,
მაინც მომწონს და ჩემს თავს ვპოულობ აქ.
თან ექსკლუზიური მასალა მიგროვდება, დაბეჭდვამდე/გამოქვეყნებამდე მე ვკითხულობ
და ესეც საოცრად მსიამოვნებს <3
კარგი ჯგუფი გვყავს, იციან, რას აკეთებენ და რაზე უნდა წერონ...
იმედია, კიდევ შემოგვემატებიან ნიჭიერი ახალგაზრდები.

მომნატრებია ბლოგი, იდეების ასე, უბრალოდ გადმოყრა და ჩაის ყლუპვა...
ბლოგერების მორიგ კონკურსზე მაქვს  მონაწილეობის პრეტენზია...
ვნახოთ, რა იქნება : )))

წარმატებები თქვენც,
დროებით!

(გვიანი დილა, 11 საათი და 16 წუთი, ჩამქრალი სინათლე და გამოუქვეყნებელი პოსტი)
--------------------------------------

მიხარია, ამ პოსტის გამოქვეყნება რომ არ დამცალდა...
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სემინარი მქონდა.
მარი ჩემთან იყო, მერე ვილაპარაკეთ,
შოკოს დავურეკეთ და გამოვაქცუნეთ...

ბიბლიოთეკაში ვიყავი, ჩემს მომავალ კოლეგა თინათინს მობილურმა რომ დაურეკა
და "ჰო, გიო, გამოვდივარო", რომ უთხრა... (თვითონ ვერ მხედავდა, მარტო მე ვუყურებდი)
გულმა მიგრძნო, რომ კლოუნი იყო,
დავაპირე, გავკიდებოდი და ამ დროს -
ვიბრაციის ხმა გავიგე ჩემს მობილურზე... <3


ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, მოულოდნელად, მითუმეტეს!
წინა შეხვედრაზე სტრესული მდგომარეობა გვქონდა და ახლა, განტვირთულზე, კარგი იყო <3


ისევ ჩემს ოთახში ვარ, ნანაკო წინ მიზის და გეოგრაფიას კითხულობს,
მე გაღიმებული სახით ვპოსტავ. "თსუ თაიმსის" ამბები კარგად მიდის, მცირე სიახლეებია, მიხარია...
ისე, რაღაც მაკლია თითქოს...
წავალ, ჩაის ავადუღებ.

2 comments:

Clown said...

Xoda chamovxtebi maglividan da dagafrindebit xolme moulodnelad tavze :> tqvenma bibliotekam agmafrtovana XD

Unknown said...

xshirad modi martla, ra ^^