• RSS

Saturday, November 3, 2012

The Begining Of November


მეორე კურსზე პირველი კოლოქვიუმი დავწერე ხუთშაბათს და დავიქოქე იმის მერე.
ორი დღეა სულ წერა მინდა, ბლოკნოტი გავავსე ნაჯღაბნებით...
წეღანაც, ესე დავწერე, მერე ერთი ნაშრომი გავასწორე... მერე ჩემი სტატიისთვის მონახაზი გავაკეთე და ახლა საპოსტე ფანჯარა მაქვს გახსნილი... <3

ჰო, მართლა, ნოემბრის დადგომას გილოცავთ, ვისაც გულით გაუხარდა...
მე ზამთარი არ მინდა, ნეტა გადავახტებოდეთ...
ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც არ გამიხარდება მისი ჩემ გვერდით ყოფნა :/
ერთადერთი ოდნავ ნათელი წერტილი ახალი წელია...
არა, გატყუებთ, მაგაზე ნათელი - ის ერთკვირიანი "არდადეგებია", რომელსაც თსუ მაჩუქებს :დ
სამაგიეროდ, მერე დაიწყება, 8 იანვრიდან მაღლივში ყურყუტი და გამოცდების ჩაბარება :/

ისე, მაღლივში ვიღაც ტიპი რომ დაძრწის, ყურადღება მაინც მიაქციონ წესიერად...
თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ხასიათზე ნაღდად არ ვარ ...

....
წავალ ახლა მე, დავიძინებ... 3 ხდება... ხვალ გამოვიძინებ გემრიელად <3
(ჩემი ლექტორი ჰოლანდიაში გაფრინდა და დეკემბრამდე ვგულაობთ :)) )

ეჭვი მაქვს, ერთ კვირაში თოვლი მოვა. :|


ტკბილი ძილი.


2 comments:

marimga said...

როგორ მეზიზღება ზამთარი :|
ნეტავ მართლა გადავახტებოდეთ :/
თოვლი იყო 1 კვირის წინ გამოცხადებული თბილისში ,ოღონდ ეს არა! ვერ ვიტან თოვლს :|..
თოვლს ვერ ვიტან ,მაგრამ შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარიხარ <3
აკლია ჩემს ბლოგს,შენი თბილი და გულებიანი კომენტარები <3
გამომიარე ! :*

Unknown said...

:***