• RSS

Saturday, November 10, 2012

un año juntos



  ვფიქრობდი, ეს პოსტი დამეწერა თუ არა, მაგრამ რადგან მომინდა, აღარ შევეწინააღმდეგე ჩემს თავს... ახალი კალმები ვიყიდე, ნანაკო ჩემს ლეპტოპთან ზის და წერა ფურცლებზე დავიწყე. ორმაგ სიამოვნებას ვგრძნობ ახლა - თან ახალი კალამი მაბედნიერებს და თან დღევანდელი დღის ემოციებით ვარ სავსე (ამ პოსტს მხოლოდ ჩემი ერთგული მკითხველები წაიკითხავენ, იმიტომ რომ არსად გაზიარებას არ ვაპირებ, მხოლოდ მათ აქვთ უფლება, გაიგონ ჩემი ამბები და ჩემთან ერთად იღიმოდნენ, ჩემთან ერთად უხაროდეთ).
    გუშინდელი დღე რომ დაღამდა, უკვე მეტყობოდა მოუსვენრობა და ეს მოუსვენრობა Facebook-ის თამაშით, farkle pro-თი დროის გაყვანაში გამოვხატე... 12-ს გადაცდენის მერე კი Facebook-ზევე მივიღე შეტყობინება: "miyvarxar da gilocav"...
   ერთი წელი არც ისე ცოტა დროა და არც ისე ბევრი, მაგრამ ამ ერთ წელიწადში შეიძლება საკუთარ თავზე მეტადაც გაიცნო ვინმე, სუნთქვაზე ხვდებოდე, როგორ ხასიათზეა, გამოიაროთ უსიამოვნებებიც და სასიხარულო მომენტებიც, გაატაროთ ერთად ზომაზე მეტი დრო და თან არც იმდენი, რომ მონატრების განცდა ჩაკვდეს თქვენში...

  დილიდან წვიმდა, ასეთი ამინდი (შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, მაგრამ) სტეფანი მეიერის "ბინდთან" ასოცირდება, სწორედ რომ ფორკსის ამინდი იყო, მოღრუბლული, პირქუში, სველი, თუმცა მზე მაინც ანათებდა გულში...

    მე ქოლგით მივდიოდი, ის სიგარეტით, გზა შეგვეშალა და უკან გამოვბრუნდით, უფრო სწორად, მე შევაშლევინე... "La Boulangerie"-ში ფრანგული ატმოსფერო იყო, ასეც უნდა ყოფილიყო... ჩუქურთმიანი კიბით ავედით მეორე სართულზე და კუთხეში, ფანჯარასთან დავსხედით. ისევ წვიმდა, ჩვენთან მშვიდი, ფრანგული მელოდია უკრავდა და ხალხის სიარულის ტემპი საერთოდ არ უხდებოდა. 

    მე ჩაი შევუკვეთე, მან ყავა... ვერც მივხვდი, ისე აღმოჩნდა ჩემს მარცხენა ხელზე "Hello kitty"-ს ბეჭედი... თან დააყოლა "ჩემო ფიthოუო". ^^ როგორ მიყვარს, ასე რომ მეძახის და ასეთ ხასიათზე როა, არაფერ სხვაზე რომ არ ფიქრობს, გარდა იმ წუთას მოცემული სიტუაციისა...
   მერე ბევრი განხილული და განსახილველი ამბის მოყოლა... ბევრი სიცილი... მერე რა, რომ ყველის ტარტი არ მოგვეწონა და არც ფრანგული ნაპოლეონი... მერე რა, რომ იმ დასკვნამდე მივედით, პილმენი რომ გვირჩევნია ფრანგულ სამზარეულოს... სამაგიეროდ, ჩაი და ყავა გვეგემრიელა, ერთად გატარებული ორიოდე საათი გვეგემრიელა... იქიდან გამოსულებმა საკანცელარიო მაღაზიაში გამოვიარეთ, იცის, როგორ მიყვარს... ეს კალამიც იქაურია... 

     მოკლედ ასე...
    ვიცინოდით, წლისთავი გვაქვსო... ისე, რატომაა ნეტა ცუდი სიტყვა "წლისთავი"? მე მგონია, რომ კარგი სიტყვაა ამ შემთხვევისთვის... და ვისურვებდი, რომ ორმოციც (წელი) ასე ტკბილად გაგვეტარებინოს... ^_^ 

7 comments:

Tmoltke said...

<3 :*

Tmoltke said...

ძალიან მიხარია
ძალიან
ძალიან

Unknown said...

თორ :* :* :*

Sophie שרה Golden said...

ვიღიმები და "ახალგაზრდობა" მახსენდება...

"ის" ძალიან კარგი და განსაკუთრებული უნდა იყოს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია :)

:***

Unknown said...

მადლობა, სოფ. : ))
მართლაც კარგი ვინმეა <3

marimga said...

ამ პოსტს მხოლოდ ჩემი ერთგული მკითხველები წაიკითხავენ, იმიტომ რომ არსად გაზიარებას არ ვაპირებ, მხოლოდ მათ აქვთ უფლება, გაიგონ ჩემი ამბები და ჩემთან ერთად იღიმოდნენ, ჩემთან ერთად უხაროდეთ). - აქ ვარ და ძალიან მიხარია ! <3

Unknown said...

შემოგევლე... :*
ვიცოდი ^^