• RSS

Saturday, November 10, 2012

ნანაკო ჩემთან, თსუ-ში


სუსხი შემოგვეპარა... ეს ჩემს თითებშემოწყობილ, ჩაით სავსე ფინჯანსაც შეეტყო : )) გაცივებას აღარ ველოდები.

თბილი სვიტრებისა და პირიდან რომ ორთქლს უშვებ ქუჩაში, ის პერიოდი დაგვიდგა. არ მიყვარს!

...მაგრამ მაინც ვახერხებ, დრო კარგად გავატარო. კოლოქვიუმების მიუხედავადაც.
გუშინწინ ნანაკო მყავდა თსუ-ში, ცოტა ლექცია მქონდა, თან სკოლიდანაც ერთი კვირით დათხოვილები არიან და თვითონაც ძალიან უნდოდა, აინტერესებდა.
დილით მაინც დაიბარა ინგლისურის მასწავლებელმა ნანაკოს კლასი, რაღაც ღონისძიებისთვის ამზადებს, თუ არ ვცდები... თუმცა, ხელი არ შეუშლია, ავედი სკოლაში, მოვინახულე იქაურობა და მე და კრუსუნამ ერთად დავადეთ თავები ვარკეთილის მეტროსაკენ. ავტობუსით გვინდოდა წასვლა და გაფიცულები დაგვხვდნენ, მერე სამარშრუტოთი გადავწყვიტეთ და მძღოლს კალთაშიც აღარ ჰქონდა ადგილი... ჩავყვინთეთ მეტროში, ამოვედით რუსთაველზე და ავუყევით აღმართს.
გზად "პეპელას" მაღაზია შეგვხვდა (ჩემი უსაყვარლესი მაღაზიაა), თუმცა, ამ დღეს არ გამიმართლა მაინც და მაინც, მე რომელი წიგნიც მინდოდა, არ ჰქონდათ... ნანაკოს ვკითხე, ხო არ დაღლილხარ-მეთქი?  არაო, - ამ პასუხის მერე გადავწყვიტეთ, "პარნასის" ვაკის ფილიალისთვის მიგვეკითხა... არც იქ ჰქონდათ ჩვენთვის სასურველი წიგნი, ჩავიქნიეთ ხელი და ვიყიდეთ უკეთესი :დ 
მერე ავედით თსუ-ს პირველ კორპუსში, 302-ე აუდიტორიაში გრამატიკის სემინარი მქონდა... თამომ, იამ, მარიმ და შოკომ ნანაკო რომ დაინახეს, მე ზედაც აღარ მიყურებდნენ : ))) დიდი ინტერესით უსმენდა ქალბატონი კახას ახსნილ სერიებსა და მწკრივებს... რომ გამოვედით, გამომიცხადა, მომეწონა თქვენი ლექტორიო... სხვა რამეს რომ გვასწავლიდეს, მეც მომეწონებოდა :დ 
გვშიოდა... საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მე, ნანაკო და შოკო შევრჩით ერთმანეთს... ავტობუსები, როგორც აღვნიშნე, გაფიცულები იყვნენ, ვერც "დი რომაში" წავიდოდით და ვერც "ტეტ ა ტეტ"-ში, ფეხით სიარული გვეზარებოდა, თან ქარი იყო, ოდნავ ჟინჟღლავდა კიდეც... ისევ უბადრუკ "სტუდენტურს" მივაშურეთ... პიცა უნდოდა ნანაკოს ძალიან, შოკომ შეუკვეთა, მაგრამ ისეთი მწარე აღმოჩნდა, ნანაკოს კეკელიძის ლობიანი ჩამოვუტანე მერე... 

ლაპარაკით და ჭამით რომ ვიჯერეთ გული, რიყეზე საბაგიროსკენ ავიღეთ გეზი... ნანაკო და შოკო პირველად ისხდნენ, მე მესამედ. ყველა დროს ლამაზია ზევიდან თბილისი... ფოტოები გადავიღეთ, ერთმანეთს ვეპოზიორეთ და ორ გერმანელთან ერთად ჩამოვედით საბაგიროთი უკან... : )) 
იმ კაბინას მინის იატაკი ჰქონდა და მაგარი შეგრძნება იყო : ))



მიყვარს ხოლმე ნანაკოსთან ერთად წანწალი აქეთ-იქით... ერთად კარგად ვერთობით და ვგიჟობთ ხოლმე... 

უახლოეს მომავალში კიდე დავაწვებით სადმე, სავარაუდოდ...<3 

წავედი ახლა მე, "ჩემი ცოლის დაქალებს" უნდა ვუყურო <3 

4 comments:

musiciangirl said...

რა კარგი შეგრძნებაა, ამ დღის გახსენება... <3 <3 <3

Salome Kanario said...

<3

marimga said...

როგორ მიყვარხართ! <3
სალო,რა თბილი ხარ,ვგიჟდები ! :*

Salome Kanario said...

ჩემო გოგოო :*