• RSS

Friday, December 28, 2012

პროექტი "2013"


2012 წელი ჩემთვის საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი გამოდგა, როგორც პროფესიულად, ისე პირად ცხოვრებაში და ბლოგინგში.

მინდა, რომ მომავალი წელი უფრო შრომატევადი და საინტერესო იყოს.

ამიტომ ვიწყებ ბლოგზე მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს "კანარიოს დღიურში" 365 პოსტი განთავსდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად შემოგთავაზებთ თითო პოსტს, ეს იქნება პირადი ჩანაწერი, რეკლამა, ციკლიდან " დღის ფოტო", საკონკურსო პოსტი, რეპორტაჟი თუ უბრალოდ მკითხველის მოკითხვა... (ასევე, გაცნობებთ, რომ კვირაში ერთი პოსტი მიეძღვნება ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მქონე ადამიანების ამბებს, მათი დახმარების ფორმებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და  ინფორმაციებს სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ).


იყავით ჩემთან ერთად და იკითხეთ ჩემი თვალით დანახული საინტერესო სიახლეები მთელი 2013 წლის განმავლობაში.



კეთილი სურვილებით,
კანარიო

4 comments:

marimga said...

აწწწ <3
რა მაგარიაა! <3
ხომ იცი,მე სულ შენთან ვარ ;)

Unknown said...

სუ ჩემი გოგო ხარ შენ :*

სოფი გოლდენი – ოპტიმიზმის დედამშობელი :პ said...

რა კარგია. მეც მაქვს რამდენიმე ბლოგ პროექტის იდეა და ვნახოთ, რამდენად განვახორციელებთ მე და ეზრა, მისი დახმარების გარეშე, ხომ იცი, არაფერი გამომივა :)

ფეხი როგორ გაქვს? იმედია ნაღრძობი არ გქონდა და უკვე ადვილად გაგიარა :*

Unknown said...

სოფი, შენი ცუცქნიტა ეზრა არის ბავშვი საოცრება <3
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ზუსტად გარეგნულად როგორია, მაინც... ჩემთვის წარმოვიდგენ ხოლმე, რას აკეთებს და როგორი მაიმუნი ბავშვია უკვე <3

მადლობა ჩემი მოკითხვისთვის, კი, ახლა ნამდვილად კარგად მაქვს ფეხი და დავდივარ კიდეც :* :*