• RSS

Tuesday, December 25, 2012

ბლოგ-ჩართვა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან



მორიგი ბლოგ-ჩართვა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან.
ფეისბუქი დაბლოკილია და სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც.
ახლა რასაც ვაკეთებ, მიმაჩნია, რომ ეს გართობა არ არის, ანუ ამაში ბევრ სასარგებლოს ვხედავ, მაგრამ იჯდე და შუა ბიბლიოთეკაში პოკერი ითამაშო, არ მგონია მიზანშეწონილი.

საახალწლო არდადეგები მინდა!
ძალიან მინდა!
სკოლის პერიოდში როგორც მქონდა ხოლმე, 2-3 კვირიანი.
და არა 1-ლიდან 7-ის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ მერე მთელი თებერვალი ჩემს ხელთაა, ის აღარ არის "გემრიელი" და საახალწლო.

მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა წიგნის კითხვის მხრივ ჩავარდნებს ვამჩნევ ჩემს თავს,
ასევე მაქვს უზარმაზარი "ამოვარდნები" და ამ პერიოდში ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი.
ახლა სწორედ ასეთი პერიოდი მაქვს.
ორი დღის წინ ჩავიკითხე ბიოლის "კლოუნის თვალთახედვა". ძალიან დაღლილი რომ ხარ და რომ დაისვენებ, ისეთი შეგრძნება დამიტოვა. თან ადვილად წასაკითხი წიგნია, განცდებისა და ემოციების კორიანტელი. პერსონაჟის შესაძლებლობები შენზეც რომ გადმოდის და მძაფრად რომ გრძნობ ყველა იმ სუნს, რომელსაც ჰანს შნირი აღიქვამს, ტელეფონის მიღმაც კი.
დავხურე წიგნი, 15 წუთი ვიჯექი გაღიმებული, გავიაზრე და თაროდან მაქს ფრიში გადმოვაწვინე. "Homo Faber" - ჯერ დასაწყისში ვარ და ოდნავ რაღაცით "პატარა უფლისწულს" მაგონებს. "პატარა უფლისწულს" "ალქიმიკოსიც" მაგონებდა თავის დროზე. მართლა გენიალური მწერალია ანტუან დე სანტ ეგზიუპერი (და სახელიც საოცარი აქვს, ზღაპარივით). მაქს ფრიშზე კი მერე გესაუბრებით, წაკითხვის მერე.

ახლაც ამისთვის ვარ შემოსული აქ, რომ თავით გადავეშვა ფრიშისეულ წარმოსახვებში და ცოტა ხნით მოვწყდე რეალურ სამყაროს, ყოველშემთვხევაში მანამდე მაინც, სანამ მობილურზე "საყვარელი ზარი" არ გაიწკარუნებს...  :) ^_^


P.S. ჩემი წიგნი 1981 წელს არის გამოცემული და დამატებით სიამოვნებას მისი სუნიც მანიჭებს ხოლმე <3

2 comments:

marimga said...

ნწნწნწ :)
ინტრიგანოოო :)
საყვარელი ზარიო,დაგვტოვა პირღიები :)
კარგი წიგნია ჰომო ფებერ-ი : )))
პ.ს მე მაქვს ჩავარდნები ახლა რატომ არ მესმის :|

Salome Kanario said...

მალე "ამოვარდები" ისევ : ))
ადვილია.