• RSS

Saturday, December 22, 2012

21 დეკემბერი, ნაღძობი ფეხი და კიდევ წვრილმანები...


2012 წლის შეჯამება ჯერ ძალიან ადრეა, ამ 10 დღეში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს კიდევ, რამაც ძირიანად თუ არა, საგრძნობლად შეატრიალოს თავისკენ ეს წელი. 

21 დეკემბერი იყო, 22-ც გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი კატაკლიზმა და კატაოყნა არ შეგვხებია. მე ისევ ვზივარ ჩემთვის, მშვიდი გარემო მაქვს შექმნილი და  ვწერ პოსტს...


ხვალ ასეთი დღე მექნება, სავარაუდოდ, როგორიც ფოტოზეა. ვცდილობ, რამე კარგი დავინახო იმაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ : )))
დღეს ავტობუსიდან ჩამოვდიოდი და უსწორმასწოროდ დაგებულ ასფალტზე ფეხი გადამიბრუნდა...  მგონი, ნაღრძობია და სიარულს მიშლის, ბოლო რამდენიმე საათია ასკინკილით დავხტივარ სახლში, თან მეშინია, მეორე ფეხიც არ წამოვდო რამეს და საერთოდ არ დავილეწო :დ 
გაუნძრევლად თუ ვზივარ, ყრუდ მტკივა, თუ იტვირთება - საგრძნობლად... ორშაბათამდე როგორმე უნდა გამოვჯანმრთელდე, ისე მაინც, სიარული რომ შევძლო, თორემ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სემინარი უჯიშოდ დამეჯღანება... 

თოვლის თემას ისე შევეგუე, რომ პოსტიც კი არ დამიწერია ამაზე, ერთი-ორჯერ ასრიალების მომენტიც იყო, მაგრამ დაცემისგან თავი შევიკავე... თურმე, ასფალტთან "საბრძოლველად" ვემზადებოდი :დდ 
...მაგრამ რაღაცნაირი, თავისებური ხიბლი მაინც აქვს თოვლს, სხვანაირად ზამთარს თავისი ნიშა აღარ ექნებოდა და ერთ გაქუცულ სეზონად ჩაითვლებოდა... (მანდარინი, ჩემი ოთახი და ლეპტოპი იმ კომბინაციათაგან ერთ-ერთია, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის ზამთარში)



დღეს კოლოქვიუმების მეორე ნაკადს მოვრჩი მეორე კურსის პირველ სემესტრში, ესპანურით დავხურე (გემრიელი ლუკმა ბოლოსო), ფინალურ გამოცდებამდე სანერვიულო აღარ მაქვს. 8 იანვრიდან დაიწყება მაღლივის სტუმრობა და თვის ბოლომდე გასტანს, სავარაუდოდ. ერთი სული მაქვს, ცხრილი ვნახო, იმედია, ცოტა მოზრდილი შუალედები მექნება გამოცდასა და გამოცდას შორის, არ მიყვარს, ერთმანეთზე როა მიწყობილი... 

სანამ სემესტრის საგანმანათლებლო ეტაპი დასრულდება და გამოკითხვის რეჟიმზე გადავა საგამოცდო ცენტრი, ჩვენი ჟურნალის პრეზენტაციაა დაგეგმილი. "TSU პლუსი" უკვე ემზადება იმისთვის, რომ ბევრი რამ შეიტყოთ მისი ელექტრონული თუ ბეჭდური ფურცლებიდან, იყოთ მუდამ ინფორმირებულები, გაეცნოთ სტუდენტურ აქციებს, ვაკანსიებს, წაიკითხოთ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებულ ახალგაზრდებზე... ეს იქნება ჟურნალი, სადაც ყველა გემოვნების სტუდენტი მონახავს თავისთვის საინტერესო სტატიას და მოუთმენლად დაელოდება მომდევნო ნომერში შემოთავაზებულ გასართობ და შემეცნებით პროექტებს. ალბათ, ძალიან მეტყობა, როგორი შეყვარებული ვარ ამ საქმიანობაზე და ჩვენს სარედაქციო ჯგუფზე, კარგები არიან და იდეებით გადაპენტილები <3 

ამ ახალ წელს რაღაც განსაკუთრებულად ველოდები, დაე, "ბი ოსმ, 2013"!
თქვენ კი ტკბილ ძილსა და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ... <3


პ.ს. თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის ნაძვის ხე - ფოტო განწყობისათვის.


5 comments:

iako said...

kanarioo <3

Anonymous said...

ძალიან კარგად დაიწყე, მომეწონა ჩაყოლა და წაკითხვა <3 სამწუხაროა ფეხზე ეგ ამბავი რომ დაგემართა მარამ ისე სასიამოვნოდ აღწერე სულ ვერ ვიგრძენი არმე უბედურება თუ დაგემართა... ^^ ისე ჯობია ექიმს ეჩვენო მაინც...

Unknown said...

იაკო, :* :*

ნატალია, მადლობა... დედაჩემი მიჩვეულია, ბავშვობიდან ასე ვუხეთქავ გულს და წამლებით სულ მომარაგებულია ხოლმე :დ დღესაც ტრავმირებული სპორტსმენების გელი დააძრო, ის წამისვა და უკეთ მაქვს : ))))

Anonymous said...

ა) ფეხი შემოდე ხოლმე ზემოთ, ძირს არ გქონდეს დაშვებული ბ) ცივები პირველი 5 დღე დამინიშნეს მე გ) ნუ მაზი წაგისვამს დ) მე მაინც წავიდოდი ექიმთან, ღრძობა ცუდი რამეა

Unknown said...

შეძლებისდაგვარად ზევით მიდევს ფეხი, ნუ, როცა ვკითხულობ, მაშინ უფრო ვაკონტროლებ : ))
ცივებს ვერ დავიდებ, სახსრების პრობლემა მაქვს და ეგრევე ანთება დამეტაკება : )
მადლობა რჩევებისთვის, დღენ უკეთ ვარ გაცილებით :*