• RSS

Monday, December 3, 2012

ვინ უნდა იყო ცხოვრებაში?



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! 
ფინჯან ჩაიზე დამეწვიეთ.


ბევრს ვფიქრობ ხოლმე, ვინ უნდა ვიყოთ ცხოვრებაში, ისე, რომ ყველას ჩავწვდეთ,
ყველა გავშიფროთ, გავუგოთ, თან ჩვენც არ დავზარალდეთ.
...და მუდმივად ერთ დასკვნამდე მივდივარ - ჯობს, ყველაფერი კულისებიდან მართო
მგონია, რომ კულისები სწორედ ის ადგილია, საიდანაც ყველაფერი რეალურად ჩანს და თვითონაც ძალიან ბუნებრივი ხარ. 
რომელი სულელი გამოიპრანჭება ისე კულისებში სამყოფად, როგორც პარტერში გამოსაჭიმად ან რომელი სუფლიორი დაიხურავს გიგანტურ შლაპას?! 

კულისებში ყოფნისას გაქვს შესაძლებლობა, უგრიმოდ მყოფი მსახიობების შესწავლისა.
კულისებში ყოფნისას გაქვს შესაძლებლობა, აკონტროლო ისინიც, ვინც ამ სანახაობას შესციცინებს.
კულისებში ყოფნისას გაქვს შესაძლებლობა, სხვა კუთხიდან შეხედო დადგმას...და არა ისე, როგორსაც მას ყველა ხედავს.

ცხოვრებაში უნდა იყო ან გრიმიორი, რომელიც მსახიობებს თავისი ხელით მოარგებს ნიღბებს და მათი "ყველა საიდუმლო" ეცოდინება
ან
ფარდის გამკონტროლებელი, რომელიც, დამეთანხმებით, ძალიან დიდ წვლილს ასრულებს იმაში, რომ ყველაფერი დროული იყოს - ტაშიც, ინტერესიც და სიამოვნებაც...


პ.ს. იდეა საგანგებოდ არ შემინიღბავს, ასე გამოვიდა. ალბათ, ქვეცნობიერმა ინება, თავადაც გეფიქრათ ამაზე. 

კიდევ მეწვიეთ ჩაის დასალევად : ) 

2 comments:

Tmoltke said...

გეთანხმები :))

Unknown said...

^^ :*