• RSS

Saturday, December 1, 2012

მარი, გოეთე და "ცხოვრება მშვენიერია"



ნოემბერი ფინალურ აკორდს აიღებს მალე...
30 დაღამდა, კარგად დაღამდა, ცრემლიანად, მაგრამ შესანიშნავად!

თანდათან მივყვები მოვლენებს, მოდით.
დღეს ჩემი ერთ-ერთი ძალიან ახლო ადამიანის დაბადების დღე იყო (ჯერ კიდევ არის), მარი, აქედანაც გილოცავ კიდევ ერთხელ.
დილით ცუდი ამბავი შევიტყვეთ, ჩემს მეორე ახლო ადამიანს, შოკოს, პაპა გარდაეცვალა და ჩვენმა გეგმებმა სახე იცვალა, ვეღარ მოახერხებდა ჩემთან ერთად სახლში თავზე დასდგომოდა მარის, რომელიც მაინც და მაინც ვერ გიჟდება თავის დაბადების დღეზე, თუმცა, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს დღე ერთ-ერთ საუკეთესოთაგანთა სიაში მოხვდა მისთვის.
დღეიდან მას მწვანე თვალები ექნება, ასე რომ უნდოდა, ნატვრა ავუხდინეთ და მე და შოკომ მწვანე ლინზები ვუყიდეთ. ეს "საიდუმლო" გაგვიმჟღავნდა ნაადრევად, არადა გვინდოდა, ცოტა უფრო ორიგინალურები ვყოფილიყავით.

ვიცოდი, რომ საოცრად მოსწონდა მარის იოჰან ვოლფგან გოეთეს "ფაუსტი", ადრე ახსენა ბევრჯერ და კანარიო რის კანარიოა, ეს რომ არ დაემახსოვრებინა... (ესეც თუ გაგვიმჟღავნდებოდა, კიდე მქონდა სათადარიგო გეგმა, თუმცა, ამას სამომავლოდ შემოვინახავ <3), საბედნიეროდ, ვერაფერს მიხვდა... დილით წიგნი და ლინზები საჩუქრების მაღაზიაში წავიღე შესაფუთად. ლინზები წიგნზე დავამაგრებინე, ისე, რომ ვიზუალურად კარგად არ გამოჩენილიყო, მინდოდა, რაც შეიძლებოდა, მეტად "გამესიურპრიზებინა" ეს ყველაფერი...

კარგად შემიფუთეს, ბაფთაც დაასვეს თავზე და წამოვედი სახლისკენ ბედნიერი...

მერე ესპანური მქონდა, მიყვარს ხოლმე, როცა ამ ლექციაზე ვარ... კარგით, ტვინს აღარ გავბურღავ ჩემი ტრფობით ესპანეთისადმი...

ლექციიდან ეგრევე მარისთან დავადე თავი, ზაჰესში მისულს (ამხელა გზა გავიარე უშეცდომოდ, ორიენტაციის პრობლემა მაქვს, ოღონდ სქესობრივი არა :პ) და სადარბაზო მაინც ამერია, აივნიდან გადმოდგა ეს ჩემი (უფრო შოკოს) დაქალი და მკარნახობდა, მანდ არა, აქეთ შემოდიო. არადა, კორპუსს ორი სადარბაზო აქვს, თუ ერთი შემეშალა, შესაბამისად, მეორეში უნდა შევსულიყავი და კარნახი რაღა საჭირო იყო?! :დდ (ბოთე მყავს)

მოკლედ, დავაძვრინე ჩანთიდან საჩუქ(ა)რ(ებ)ი...
- წიგნია?
-კი...
-აუ, რა წიგნია?
უბრალოდ ვიღიმი
-... ბულგაკოვია? თუ დოსტოევსკია?
ღიმილი...
-აუ, დოსტოევსკია ხო? - ხელით სინჯავს წიგნს და თან პრიალა ქაღალდს ხსნის, რაც შეუძლია სწრაფად.
ღიმილი...
-იდიოტია თუ დანაშაული და...
-იდიოტია, მარიამ, იდიოტი...
-ვაიმე, სალოოოო... - უხარია.
საბოლოოდ გაბრდღვნა პრიალა ქაღალდი და ხელში შერჩა გოეთეს "ფაუსტი"...

.....
.....
მისი სიხარულის ყიჟინა მთელმა ზაჰესმა გაიგო...
უკვე მეშინოდა, ლინზებამდე რომ შემოახევს ქაღალდს, მერე რა მოხდება-მეთქი?


უარესი იყო, დიახ!

გავედით აბაზანაში, ხელები დავიბანეთ და მარიმ ლინზების მორგება გადაწყვიტა...
ნეტა დრო დამენიშნა, რამდენ ხანს მოვუნდით... ხან ქუთუთოს ვუჭერდი, ხან ინსტრუქტორად ვიდექი. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ სულ ორჯერ გავედი ოთახიდან და ორივე ლინზა მაშინ ჩაისვა... მე ვარ თარსი თარსთა შორის! <3

შოკოსაც ველაპარაკეთ... მერე ლევანმა გამართო (მარის ძმამ).
მერე ვიღაც სოციალური აგენტი მოვიდა და უაზრო კითხვებს უსვამდა მარიამს, გრამატიკულად გაუმართავს და ერთმანეთი კბილებით გვეჭირა უკვე.. : ))
ცოტა ვჭამეთ, დავილოცეთ, შოკოს პაპის თამადობით მოსაგონარი შევსვით და ავიღე გეზი სახლისკენ... ამასობაში მარის დაქალი, ელენე მოვიდა. აღმოჩნდა, რომ მასაც წიგნი ჰქონდა ნაყიდი და თაროს რომ მიუახლოვდა, ისიც აღმოჩნდა, რომ მარის ის წიგნი უკვე ჰქონია სახლში... და აი, ასე წამოვედი სახლისკენ მარის ძველი "მარტოობის ასი წელიწადით" ხელდამშვენებული :დ
არც ელენეს დასწყდა გული და მარისაც გაუხარდა :დ

------
საღამოობით მე და ნანაკო ძალიან შევეჩვიეთ ფილმების ყურებას.
დღესაც გვინდოდა, გვენახა და "ცხოვრება მშვენიერია" შევარჩიეთ...
ეს არ არის ფილმი, ეს არის ყველაფერი! ეს არის დრამა, კომედია, ტრაგედია, მუსიკა, ცეკვა, სიყვარული, ომი, მაგრამ მაინც ბედნიერება, თეატრი, ცხოვრება... დიახ, ეს ცხოვრებაა! ფარდაჩამოფარებული, რომლებზეც ვარსკვლავები, პეპლები, ყვავილები ახატია, მის მიღმა კი, სინამდვილეში, კატასტროფაა!

ბევრი ვიცინე და ორჯერ, სამჯერ მეტი ვიტირე... განსაკუთრებით, ფინალური კადრების დროს... ნანაკოს რომ შევხედე, ორ ხმაში ვბღაოდით. მისი ასეთი სახე წლებია არ მინახავს.. : ) ბოლოს ასეთი 3-4 წლის ასაკში ვნახე, ნიკაპი რომ უთამაშებდა ხოლმე ტირილის დროს : ))
ასე ვიყავით დღესაც, უბრალოდ ამოხეთქა და ვეღარ გავჩერდით, ვბღაოდით ტკივილისგან და სიხარულისგან...

მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს!

---
სულ რაღაც ათი წუთი და "ზამთრის თამაშები" დაიწყება.
სულ რაღაც ათი წუთი და შემოდგომა ერთი წლით დაგვიქნევს ხელს.
სულ რაღაც ათი წუთი და....


Hello Winter,
Hello Dicember! 

2 comments:

marimga said...

წაკითხული მაქვს გოეთეს ფაუსტი! შედევრია )))...
ეგ ფილმი გამიგია,ამ ბოლო დროს ყველა რატომღაც ამაზე საუბრობს,მეც ვუყურებ აუცილებლად! <3
ზამთარო,გაზაფხულამდე გაულღობელი ყინული შემოიტანე ჩემში :|

Unknown said...

ნეტა იცოდე, როგორი "ფინწიკლუშკობებით" ვცდილობ, გავიხალისო ეს გიგანტური 3 თვე! :დდ