• RSS

Tuesday, November 27, 2012

Email friendship


უშაქრო ჩაი თუ მუზებს აფრთხობდა, არ მეგონა... დღეს გამოვცადე. შეიძლება, იმისი ბრალია, რომ უცებ ავკრძალე ტკბილი და ყოველივე სხვა, რაც ხელს უწყობს წონის მატებას... მაგრამ არაუშავს, მუზები მაინც წერის დროს დაბრუნდებიან...

ეს დღეებია ელექტრონულ წერილებზე მეფიქრება მუდმივად.
მინდება, რომ ვიცნობდე ვინმე ადამიანს, რომელთანაც მექნება მხოლოდ მეილით კონტაქტი, არ მეცოდინება მისი გარეგნული იერსახე, ვიკონტაქტებთ ასე და არასდროს შევხვდებით ერთმანეთს საგანგებოდ... 

მინდა, რომ მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივწერ ყოველდღიურ ამბებს ან ცოტა შეცვლილს, ჩემი ფანტაზიით ჩასწორებულს და ისიც ამავეს გააკეთებს...
ჩემი და ელექტრონული ფოსტის ურთიერთობა უკვე კარგ დროს ითვლის, საოცრად მსიამოვნებს ხოლმე, შეცუნცულება და ახალი ანთებული წერილების გახსნა, აკადემიურად გაფორმებული პასუხების დაბრუნება და გამოუსვლელად ფანჯარის დახურვა (ძალიან გავზარმაცდი ამ ბოლო დროს, ხელახლა შესვლა მეზარება ხოლმე)...  არ დამვიწყებია, ადრე შეგპირდით, პოსტს დავწერ ელ.ფოსტაზე და მისი მოხმარების წესებზე-მეთქი, დაწყებული და შუა გზაში გაყინული პოსტი "დრაფტებში" განისვენებს, თუმცა პირობას ვდებ, მალე "გალღვება"...

ჩემი ამ გიჟური (არც ისე გიჟური) იდეის მიღმა სულ ის ფილმი მახსენდება, ტომ ჰენკსი რომ თამაშობს - "თქვენს სახელზე წერილია"... მახსენდება ხოლმე, როგორ უხარიათ გმირებს ერთმანეთის მორიგი გზავნილების წაკითხვა. .. და მინდა, რომ მეც ასე ვიყო, ფოსტის შემოწმებისას ახალი ამბავი დამხვდეს უცნობი მეგობრისგან... 

მჯერა, რომ ასეთ ადამიანს სულ მალე ვიპოვი... და უფრო გავისაინტერესოვებ ჩემს ცხოვრებას.

8 comments:

natia demetrashvili said...

ვაიმე კანარიოო <3<3<3<3
პროსტა რამდენი წელია მეც მინდა ეგ /
დაჟე, მეილი კიარა, იმენა ფოსტით :დ მაგრამ მეილზეც თანახმა ვარ :/

Salome Kanario said...

ჰოო, ფოსტით უკვე ოცნებაა :დ
ოცნებები კიდე არ ხდება :დდ

ვინმე უნდა გამოვჩმახო :დ

MaIkOoOoOo ⌃_⌃ said...

მე მყავდა ზუსტად ეგეთი მეგობარი. თვეების განმავლობაში ვწერდით ერთმანეთს. დაჟე ფბზეც არ ვიმატებდით :დდდ მაგრამ მერე ვნახე და მივხვდი რომ არუნდა მენახა :დდდ

Salome Kanario said...

eee, rogor gagifuchebia yvelaferi :d

marimga said...

მეც ველოდები პოსტს მეილზე,ხომ გახოვს?!
ეგ ფილმი მეც ნანახი მაქვს და მეც ძალიან მიყვარს .ჩემი და ჩემი დედიკოს საყვარელი ფილმია და თავისუფალ დროს,მოუბეზრებლად თავიდან ვუყურებთ ხოლმე.
მომეწონა შენი იდეა თუ ოცნება.21-ე საუკუნეში ინტერნეტით უფრო ხშირად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს ,ვიდრე პირადად.
მაგრამ მე ისეთი ცნობისმოყვარე ვარ ,ადამიანის იერსახე თუ არ მეცოდინება,ან როგორი მიმიკები აქვს არ არსებობს მასთან ვიკონტაქტო :)

Salome Kanario said...

:D :D
mec egeti var, magram saintereso iqnebaa :D

Keti said...

ოი, მე გამოვცადე ეგ არაერთხელ. პირველად რამდენიმე წლის წინ ძალიან ხშირი მიმოწერა გვქონდა მე და ერთ გოგოს, რუსი იყო, რომელიღაც საიტის კომენტარებიდან დამიკავშირდა – საქართველო მაინტერესებსო. ისე დავმეგობრდით, რომ დღე არ გავიდოდა, არ მიგვეწერა ერთმანეთიოსთვის. უთბილესი და გულღია წერილები იყო. 1 წლის მერე გაქრა. ვწერდი და არ მპასუხობდა. ძალიან ვიდარდე. ვიფიქრე, რომ გარდაიცვალა, სხვანაირად შეუძლებელი იყო ასე უცებ და უმიზეზოდ გაქრობა. დღესაც ვსევდიანდები.

მეორე – ახლა მაქვს. ქართველია, უცხოეთში ცხოვრობს. ბლოგიდან გავიცანით ერთმანეთი. ისიც გულღია წერილებია. წელს მთხოვა შეხვედრა, მაგრამ ავცდით დროში – გვიან ვნახე წერილი.

:)

Salome Kanario said...

რა საინტერესოაააა <3 <3 <3
ჩემზე წარმოვიდგინე ^^