• RSS

Saturday, November 17, 2012

ჩემი და თათიას შაბათობა


ჩემთვის შაბათი უსაქმურობის დღე არასდროს ყოფილა, არადა, როგორ მომწონს მისი ეს ფუნქცია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.
პარასკევი საღამო ხომ შესანიშნავია, მაგრამ  თუ ზედმეტად ზარმაცი ხარ და "დღემეხვალიე", შაბათი მართლაც ბრწყინვალე დღეა იმისთვის, რომ გაერთო.

მიუხედავად ჩემი სალექციო გრაფიკისა, მაინც ვახერხებდით ხოლმე მე და ჩემი გოგო ჩვენთვის შაბათობის მოწყობას (ადრეც მითქვამს ეს თქვენთვის) და ქვეყნის ჭორების ერთ ოთახში თავმოყრას, განხილვას და დასკვნების გამოტანასაც - ვის რა ბედი ეწია ან რა ბედი უნდა ეწიოს :დ

აღმოჩნდა ისე, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ტრადიცია ჩიხში შეგვივიდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, - უთქვამთ...

დღეს სწორედ ასეთი დღე მაქვს.  პირველი საათი ხდებოდა, მობილურზე ფეისბუქის კედელზე დაწერილი მესიჯი რომ მომივიდა, მოხარული ვიქნები, თუ ტელეფონს მიაქცევ ყურადღებასო...  მერამდენე სიზმარს ვხედავდი, ღმერთმა უწყის... ჩავყევი მოსულ მესიჯებს და მოწერილი ჰქონია, სად ხარო... მოკლედ, მოხდა ისე, რომ დღეს მე და ჩემი თათულიკო, როგორც მამაჩემი იტყოდა, "ნისკარტებს მოვიცვეთთ" თქვენზე ჭორაობით ;)

რა ჯობია ნოემბრის თბილ, მზიან და ოდნავ სიცივეშეპარულ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად ჯდომას და მილიონ რამეზე სიცილს <3



0 comments: