• RSS

Tuesday, January 8, 2013

8 იანვრის აურზაური


ვერ ვიტან გამოცდებს, ვერ ვიტან!

თუმცა, დღევანდელმა გამოცდამ ხასიათი მაინც ვერ გამიფუჩა...
განსაკუთრებით ამ საღამოს დაგვირგვინებამ გამომაცოცხლა და გამახალისა... :დდ

"ჩვეული" რეჟიმი რას ნიშნავს, ჩემთვის უკვე უცნობია...
ხვალ თსუ-ში უნდა გავიდეთ მე და შოკო, 12-ში მომდევნო გამოცდა გვაქვს... :/


დილით ისე უთენია ავდექი, ჯერ კიდევ ბნელოდა და ჩემკენ თვითმფრინავები დაფრინავდნენ...
როგორც წესი, ღამით არის ხოლმე რეისები, მაგიტომაც მეზარებოდა საბნიდან ფეხის გამოყოფა..
წავედი მაღლივში,
იქ ერთი აურზაური დამხვდა...
ჩანთების ჩაბარების ახალი მექანიზმი შეუმუშავებიათ
და სიამაყით წერდნენ დაგლეჯილ ფურცელზე რაღაც რიცხვს,
ერთს ჩვენ გვაძლევდნენ, ერთს ჩანთის ქვეშ დებნენ...
ვაი, მაგათ პატრონს!

მერე ჩემი ადგილი მოვნახე და მივედი, სულ სალომეები ვიყავით იმ სექტორში.
(კლოუნსაც ჰქონდა გამოცდა, ნეტა როგორ დაწერა? <3)
ჩამოარიგეს ბილეთები "პერაშკებივით" და ზუსტად ის შემხვდა, რომელიც ყველაზე ცუდად ვიცოდი :დ  ის ერთადერთი :დ
იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და შევუდექი წერას, რაც რამ ფანტაზია გამაჩნია, ყველაფერს მოვუხმე და რაღაც გამომივიდა...
ვნახოთ, რა იქნება ))

იქიდან მე და მარი წამოვედით ერთად.
კონსპექტი იმ დასაწვავ მაღლივში დამრჩა... საბედნიეროდ, ჩემი კურსელი იყო ჯერ კიდევ იქ და შემინახა. <3
მარიმ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი შეუკვეთა და მერე მშობლიურ პირველ კორპუსს შევაფარეთ თავი... ო, რა კონტრასტი იყო მაღლივიდან პირველ კორპუსში შესვლა.

იქიდან ტყუპებთან წამოვედი...
ჯერ კილას შევხვდი და ერთად ავედით.
იმდენი ვილაპარაკეთ, ყბები გვეტკინა... ჭამისგანაც :დდ

მიხარია დღევანდელი დღე.
შენც მიხარიხარ, ვინც ამას კითხილობ :*


ახლა ვზივარ და ერთი სული მაქვს, დავიძინო, ცივა უკვე...

ტკბილ ძილს გისურვებთ ყველას! <3


0 comments: