• RSS

Thursday, January 17, 2013

შემწვარი კარტოფილი



მაშინ, როცა მეკითხებოდნენ, თუ რომელი უფრო მიყვარდა, დედა თუ მამა... მე ამაყად ავწევდი თავს და ვპასუხობდი, რომ, რა თქმა უნდა, შემწვარი კარტოფილი-მეთქი. 

ჯერ იმიტომ, რომ ამ კითხვას ვერ ვიტანდი, რა სისულელე იყო, რომელი უფრო უნდა მყვარებოდა...
და მეორეც, შემწვარი კარტოფილი მართლა განსაკუთრებულად მიყვარს.

ალბათ, ამის წაკითხვის მერე ტუჩს ტუჩზე მიაჭერთ და იფიქრებთ, შენ რანაირი ქართველი ხარო, მაგრამ თამამად ვამბობ, რომ არც მწვადი მიყვარს ასე, არც ხინკალი, არც ქაბაბი... არც უაზრო წვნიანები, მაგრამ მაშინ, როცა კარტოფილს წვავენ სახლში, ხასიათიც მეცვლება და ცუდი განწყობიდან კარგზე გადმოვდივარ მომენტალურად.

აბა, მითხარით, რომელ შამფურზე წამოცმულ ხორცის ნაჭერს სჯობს კარგად დაბრაწული კარტოფილის ჩხირები... ცხელი თონის პურით და ტყემლის საწებლით... 


საინტერესოა, ვფიქრობ, ბელგიაში გახსნილი შემწვარი კარტოფილის მუზეუმი, სახელად The Frietmuseum, სადაც ხალხს უგემრიელესი რეცეპტის ამოწერა შეუძლია... გარდა ამისა, აგემოვნებენ სხვადასხვანაირად შემწვარ კარტოფილსაც... 
სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ მუზეუმს და გაგიყოლებდით მათაც, ვისაც ეს საჭმელი ჩემსავით გამორჩეულად გიყვართ! <3 



0 comments: