• RSS

Friday, January 18, 2013

მცირე ნერვოზი და მისი დამამშვიდებელი


ჩემი გამოცდები ნელ-ნელა დასასრულისკენ იღებს გეზს, რაც მთავარია, ის საგნები, რომლებისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, გადავაგორე... : ) 


ყველაზე მეტად მეშლება ნერვები თსუ-ს საგამოცდო ცენტრზე, საერთოდ რა ფენომენის ადამიანებით არიან დაკომპლექტებული, ვერაფრით ჩავწვდი ჯერ... 
ზოგიერთ გამოცდასა და გამოცდას შორის იმხელა შუალედია, ზოგიერთს შორის კი ერთი დღეც არ არის, უნდა იფოკუსნიკო და ყველაფერი მოასწრო. 
(დედაჩემისნაირი ადამიანი სჭირდებათ იქ, ვინც იცის, როგორ შეადგინოს ცხრილი ისე, რომ არც მოსწავლე დარჩეს უკმაყოფილო და არც მასწავლებელი!)


ყველაფერი ერთმანეთს აჰყვება ხოლმე... წიგნი შემომაკლდა ამ ბოლო დროს, მხატვრული წიგნი, რომლითაც შევძლებ და დავისვენებ... იმედი მაქვს, რამე საჩემოს გამოვნახავ მალე, თორემ ემოციები მაკლია უკვე, ვეღარ გამოვხატავ ვერაფერს ისე, როგორც ადრე და გამოფიტული ვარ.


ამ ბოლო დროს მანიკურის გაკეთება მანიჭებს დიდ სიამოვნებას... ფერადი ფრჩხილები ჩემზე კარგად მოქმედებს, ვხვდები. სახლში წამოსვლისას, შევდივარ ხოლმე პარფიუმერიის მაღაზიაში და რამე ახალი ფერი მომაქვს სახლისთვის, მერე საღამოობით ვჯდები და სხვადასხვანაირ რამეებს ვიგონებ, მამაჩემი მეუბნება, მაიმუნი ბავშვი ხარ და ეგეთად დაბერდებიო :დდ 



გარდა ამ ყველაფრისა, რაღაც იდეები მაქვს, რომლებზეც შემდეგ პოსტში გელაპარაკებით დაწვრილებით...


0 comments: