• RSS

Saturday, January 19, 2013

ნარკოტიკები და ნარკომანია - საქართველოს კანონი


არ მინდა, დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩეს... პროექტ "2013"-ში ერთ-ერთ პუნქტად შედიოდა ნარკომანიაზე ინფორმაციის გავრცელებები...


ამ ეტაპისთვის თქვენთვის მაქვს საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, ვფიქრობ, დაინტერესებულმა პირებმა, დაგუგვლის შემდეგ, კარგად უნდა გამოიყენონ აქ შემოთავაზებული ინფორმაციები.






საქართველოს კანონი
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1. კანონის მიზნები, რეგულირების სფერო და ძირითადი პრინციპები
1. ამ კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.
3. ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრა;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პრიორიტეტულობა და ნარკომანიის პრევენციის სტიმულირება;
ე) სამედიცინო მიზნებისათვის ნარკოტიკულ საშუალებათა ადეკვატური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების თაობაზე ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და შედგება ამ კანონისგან, სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.


    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში;
გ) პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2 ცხრილებში;
დ) ფსიქოაქტიური ნივთიერება − ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას და შეტანილია სიებში;
ე) ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანცია − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნივთიერება, რომლის კონტროლი არ ხორციელდება გაეროს შესაბამისი კონვენციებით და რომელიც შეტანილია I სიაში;
ვ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი − სიებში შეტანილი, საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული სამკურნალო საშუალება ყველა სავაჭრო დასახელებით, აგრეთვე ფარმაკოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში;
თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ი) ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება − საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება;
კ) სია (სიები) – საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი ნაწილია;
ლ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმა – ნებისმიერი ფორმის ფარმაცევტული პროდუქტი, რომელშიც ფარმაკოლოგიურად აქტიურია მხოლოდ ერთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია;
მ) პრეპარატი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც ფარმაკოლოგიურად აქტიურ სხვა ნივთიერებასთან (ნივთიერებებთან) ერთად შეიცავს ერთ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ სუბსტანციას;
ნ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული სუბსტანცია (შემდგომ − ფარმაცევტული სუბსტანცია) – ნებისმიერი წარმოშობის, შესაბამისი ხარისხისა და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც შეტანილია სიებში და გამოიყენება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმისა და პრეპარატის წარმოებისათვის ან/და წამლის მაგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით მომზადებისათვის;
ო) ნარევი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული, ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას;
პ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედებისა;
ჟ) სპეციალური კონტროლი – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის თავიდან ასაცილებლად;
რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;
ს) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების, სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
ტ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების, სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;
უ) შექმნა – ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შემუშავება;
ფ) წარმოება – შესაბამისი ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა, მათი წამლის ფორმებისა და პრეპარატების სერიული მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მაგისტრალური რეცეპტით მომზადება – აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ინდივიდუალური პაციენტისათვის;
ღ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური რეცეპტით მომზადება – აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება ფარმაკოპეის შესაბამისად;
ყ) დამზადება-გადამუშავება – ყველა პროცესი, გარდა წარმოებისა და მომზადებისა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, აგრეთვე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო მინარევებისაგან გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა;
შ) გადაგზავნა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება (გადამისამართება) ნებისმიერი საშუალებით, ამ ნივთიერების გამგზავნის, ადრესატისა და უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად;
ჩ) გადაზიდვა (გადატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მისი განმკარგავის ან მფლობელის მიერ;
ც) საცალო რეალიზაცია – უფლებამოსილი პირის მიერ ფიზიკური პირისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სათანადო დანიშნულების საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით;
ძ) საბითუმო რეალიზაცია – უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით;
წ) გასაღება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა;
ჭ) მოხმარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულებით მოხმარება;
ხ) უკანონო მოხმარება – სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება;
ჯ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა;
ჰ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცევა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცევა;
1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შემცველი მცენარეები და სოკოები:
1ა) კოკას ბუჩქი − Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა;
1ბ) ოპიუმის ყაყაჩო (დამაძინებელი ყაყაჩო, ხაშხაში) − Papaver somniferum L-ის სახეობის მცენარე;
1გ) მცენარე კანაფი − Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა;
1დ) Loprophora-ს გვარის კაქტუსის ყველა სახეობა;
1ე) Echinopsis-ის გვარის კაქტუსის ყველა სახეობა;
1ვ) Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე;
1ზ) მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა;
1თ) Strophariaceae-ს ოჯახის ყველა გვარის სოკო;
2) კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა ფოთლებისა და თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;
3) კანაფის ფისი – მცენარე კანაფისგან მიღებული (გამოყოფილი), გაწმენდილი ან გაუწმენდავი ფისი;
4) კოკას ფოთოლი – კოკას ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა, რომელთაც მთლიანად აქვთ გამოცლილი ეკგონინი, კოკაინი და ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი;
5) სამედიცინო ოპიუმი – გადამუშავებული ოპიუმი, რომელიც სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება;
6) ოპიუმი – ხაშხაშის (Papaver somniferum) შედედებული რძეწვენი;
7) ყაყაჩოს ნამჯა – მოთიბული (მოცელილი) ოპიუმის ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა თესლებისა;
8) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანა, ან მცენარის ნერგის დარგვა მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში;
9) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მოყვანა – დათესილი და დარგული მცენარისა და სოკოს მოვლა მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით;
10) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს კულტივირება – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს სელექცია; მოქმედება, რომელიც მიმართულია მცენარის ან სოკოს ახალი სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ, რომლებიც ან რომელთა ნაწილებიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან/და პრეკურსორს;
11) შენახვა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;
12) განაწილება – უფლებამოსილი პირის მიერ პირისათვის მასზე გამოყოფილი კონკრეტული რაოდენობისა და სახეობის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გადაცემა;
13) შეძენა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
14) განადგურება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გაუვნებლება;
15) ჩაბარება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემა;
16) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის ეტალონური სტანდარტული ნიმუშები – მაღალი სიწმინდის მქონე სტანდარტული მეტროლოგიური საშუალება ქიმიური ნივთიერების სახით, რომელსაც ახასიათებს ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის თვისებები და შემადგენლობა;
17) აღრიცხვა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის აღრიცხვის ერთიანი სისტემა;
18) ინტერნეტაფთიაქი – ონლაინრეჟიმში მომუშავე პირი, რომელიც ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ან/და მისი რეალიზაციის მიზნით ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას;
19) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და ნარკომანიით დაავადებული პირის ნარკოლოგიურ და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას;
20) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად საჭირო პროცედურისათვის თავის არიდება – უფლებამოსილი პირისათვის კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის მოთხოვნაზე უარის თქმა;
21) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტა – საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და პრეკურსორებზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის წარდგენილი ლიმიტი;
22) ნარკომანია – დაავადება, რომელიც ხასიათდება I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით;
23) ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება − ფიზიოლოგიურ, ქცევით და ფსიქოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ყალიბდება ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებითი მოხმარების ფონზე და რომლის დროსაც ამ ნივთიერების გამოყენების სურვილი ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში პირველ ადგილზეა, რაც გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დაუძლეველი მოთხოვნილებით, მიუხედავად მოხმარების მავნე შედეგის მკაფიოდ გაცნობიერებისა;
24) ნარკომანიით დაავადებული პირი – პირი, რომელსაც შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებამ დაუსვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი;
25) უკანონო მომხმარებელი – პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება;
26) სომატური დაავადების მქონე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირი – სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც ექიმმა კანონიერად დაუნიშნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი და რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს მასზე დამოკიდებულება, რასაც ადასტურებს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება;
27) სარეაბილიტაციო ღონისძიებები – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირის გამოჯანმრთელებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ მიმართულ სამედიცინო და სოციალურ ღონისძიებათა ერთობლიობა;
28) სასაწყობო მარაგი – ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ის რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტისათვის, ქვეყნის შიგნით სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო მიზნებისათვის, მაგისტრალური ან ოფიცინალური რეცეპტით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომზადებისათვის, აგრეთვე ამ კანონით ნებადართული იმ სამკურნალო საშუალების წარმოებისათვის, რომელიც შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ სუბსტანციას (სუბსტანციებს);
29) სპეციალური სასაწყობო მარაგი – სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ის რაოდენობა, რომელიც ინახება სპეციალური სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საგანგებო/განსაკუთრებული გარემოებებისათვის;
30) ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო – მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებისაკენ მიმართული ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
31) საქართველოს კომპეტენტური ეროვნული ორგანო (კომპეტენტური ორგანო) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული კომპეტენტური სამსახური.
    მუხლი 4. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიები და მათში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათიგავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა I, II, III და IV სიაში :
ა) I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკულ საშუალებებ, აგრეთვე, სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიზე მკაცრად არის შეზღუდული;
ბ) II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართულ ნარკოტიკულ საშუალებებ , მათ წამლის ფორმებ, აგრეთვე, სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ;
გ) III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართულ ფსიქოტროპულ ნივთიერებებ , მათ წამლის ფორმებ , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ სხვა ნივთიერებები;
დ) IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებებ (პრეკურსორებ), რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის.
2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები მოცემულია ამ კანონის  1 დანართში და მისი განუყოფელ ნაწილია .
3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეტანილია მათი საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიული) დასახელებით ან/და ქიმიური დასახელებით ან/და არარეგისტრირებული ტრივიალური დასახელებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მათში შეტანილ ნივთიერებათა , აგრეთვე მათი მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, გარდა ამ კანონი თ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების .
4. ადგილობრივი ნარკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინოგენული სიტუაციის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია სიებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულინივთიერების ერთი სიიდან მეორეში გადატანა, სიიდან ამოღება ან სიაში ახალი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამატება.
5. სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის საფუძველია:
ა) გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება;
ბ) სამედიცინო დაწესებულებების, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-საგამოძიებო ან/და სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული, სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სოციალური საფრთხის შემცველი უკანონო მოხმარების ფაქტებზე.
6. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს პარლამენტ  საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით.
7. მცენარის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სიებისათვის მიკუთვნების საკითხის განსაზღვრისას სახელმძღვანელო დ გამოიყენება მხოლოდ სიები ან/და კომპეტენტური ორგანოს განმარტებები.
    მუხლი 5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნ ივთიერებ ათა კონტროლის რეჟიმი
1. I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
2. II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
3. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი.
4. საჭიროების შემთხვევაში, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების, მათ შორის, პრეპარატების, კონტროლის რეჟიმს და ლეგალური ბრუნვის წესებს, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმ სიაში გადატანა, რომელზედაც დაწესებულია ნაკლებად მკაცრი კონტროლი, ვიდრე ეს საერთაშორისო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული.
    მუხლი 6. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ   სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა   და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდი და  განსაკუთრებით დიდი ოდენობები
1. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სი  ში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის  2 დანართი და მის განუყოფელ ნაწილია .
2. I და II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმის (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა და სხვა) ოდენობა განისაზღვრება გრამებში, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, მისი შემავსებლების (შაქარი, წყალი, სახამებელი და სხვა) გარეშე, ხოლო პრეპარატის ან ნარევის შემთხვევაში – იმ ნივთიერების გარეშე, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.
3. თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული პრეპარატი ან ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვ ისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.
4. ოდენობა არ განისაზღვრება III და IV სიაში შეტანილ ნივთიერებათა წამლის ფორმებზე ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებულიგამონაკლისი შემთხვევებისა ), აგრეთვე იმ პრეპარატებზე რომლებიც არ არის შეტანილი სიებში.
5. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებში ცვლილებებ  შეაქვს საქართველოს პარლამენტ  საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით.
თავი II
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია
    მუხლი 7. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვის სახელმწიფო რეგულირება
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.
    მუხლი 8. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალური ბრუნვის სფეროში სახელმწიფო კომპეტენცია
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებენსაქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების მეშვეობით.
2. II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასა და ნარკოლოგიური დახმარების ხარისხზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით, სამედიცინო, სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 9. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები
საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებ ებ სა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში კვოტებში ცვლილებებ შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლადწარუდგენს გაეროს ნარკოტიკებ ის კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
    მუხლი 10. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება
1. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება, განისაზღვრება ამ კანონითა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საქართველოში წარმოებული, აგრეთვე საქართველოში შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან ან/და ფარმაცევტულ სუბსტანციასთან შეხების შესაძლებლობას.
    მუხლი 11. საქართველოში სპეციალურ კონტროლს  დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა  ოპულარიზაცია და   რეკლამა
1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა  ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაცი ის საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის, გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.
2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ა გრეთ ვე ნებისმიერი სხვა საშუალებით ა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.
3 . აკრძალულია:
ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.
    მუხლი 12. ანგარიშგება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალურ ბრუნვ  თან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ
1. ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომლეიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 13. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
1. ქვეყაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისშეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას.
6. მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს:
ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრას, უკანონო მოხმარებით და ნარკომანიით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას და განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას, აგრეთვე გატარებული ქმედითი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
ბ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას და ანგარიშგების წარმოებას;
გ) „ადრეული გაფრთხილების სისტემაში“ მონაწილეობას.
7. მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესს და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებას განსაზღვრავს საბჭო.
თავი III
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გამოყენების სფერო
    მუხლი 1 5 საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათააკრძალვა
1. გარდა სასწავლოსამეცნიერო - კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობ აში გამოყენებისასაქართველოშიაკრძალულია:
 ) I სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ბრუნვა;
 ) I და II სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შექმნა;
 ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება - გადამუშავება.
2. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანასაფოსტო გზავნილით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკისმისამართით.
3. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების :
 შემოტანა მიწერითი საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით ;
 გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იმპორტიორი ქვეყნისკომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მიწერითი საბაჟო საწყობი / საბაჟოტერმინალი ;
 ტრანზიტი ;
რეექსპორტიგარდა იმ შემთხვევისაროდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულსაქმიანობას ;
 წარმოება ;
გადაგზავნა .
4. აკრძალულია აგრეთვე:
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციარომელსაც არა აქვს ჩატარებული სერიულიკონტროლი (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სერიულ კონტროლს უზრუნველყოფს იმპორტიორი);
პირის მიერ ინტერნეტაფთიაქის მეშვეობით სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა შეძენა ან / დარეალიზაცია ;
) II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ;
ფარმაცევტული სუბსტანციის ფიზიკურ პირზე გაცემა - რეალიზაცია ;
ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის, ნარკომანიით დაავადებული პირის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მომხმარებლის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთანდაკავშირებული საქმიანობა ;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა მოყვანა დაკულტივირება .
    მუხლი 16. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაუდებელი სამედიცინოდახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება
1. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტ ებ ის ჩამონათვალსა და რაოდენობას რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისაღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაეროსაზღვაო და სარკინიგზოტრანსპორტში მათ შორის , საერთაშორისო რეისების შესრულებისას .
2. ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისის შესრულებისასსაერთაშორისო ღონისძიების (ველოსპორტიავტორალი და სხვა), მათ შორის, უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ერთობლივი სამხედრო წვრთნის , ჩატარებისასშესაბამისადმგზავრთა თვის და ღონისძიებ ში მონაწილე პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია ( თუ ამას ითვალისწინებსჩასატარებელი ღონისძიება) II და III სი  ში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისსაქართველო ში შემოტანა და საქართველო დან გატანა ეს პროცესი არ განიხილება იმპორტად ექსპორტად ან ტრანზიტად .
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიების დაწყებამდე დაინტერესებული ორგანიზაცია (უწყებაწერილობით მიმართავს საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რის საფუძველზე და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემ ავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მისამართით გასცემს შესაბამის წერილსრაცსპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გატარების ან გატარებაზე უარის თქმის საფუძველ ია .
    მუხლი 1 7 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სასწავლო სამეცნიერო - კვლევით , საექსპერტოდა კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენება
სასწავლოსამეცნიერო - კვლევითსაექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების და კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ.
    მუხლი 1 8 საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ვეტერინარული საქმიანობისათვის ლეგალური ბრუნვის წესები
ვეტერინარული სამსახურებისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლსდაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის წესს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი .

    მუხლი 19 ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულიფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა და საქართველო დან გატანა
1. ფიზიკურ პირს (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირსუფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.
2. თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიასმაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტსავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით .
3. ფიზიკური პირის ( მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირისმიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანასაქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა არ განიხილება სპეციალურ კონტროლსდაქვემდებარებულ  ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტად ექსპორტ ად ან ტრანზიტ ად .
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრო .
თავი IV
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეული სახეობებისგანხორციელება
    მუხლი 2 0 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის  ეგალურ ბრუნვ ასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვოსაქმიანობა რეგულირდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ  საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემულიკანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .
2. ნებართვას არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება, რომელიც სამედიცინო მომსახურების ნაწილია.
    მუხლი 21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება
III და IV სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტ ებ ის წარმოების უფლება აქვს მხოლოდშესაბამისი ნებართვის მქონე იურიდიულ პირს .
    მუხლი 22. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის აფთიაქში მომზადება
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მაგისტრალური რეცეპტით მომზადების უფლება აქვსშესაბამისი ნებართვის მქონე აფთიაქს .
2. აფთიაქს ეკრძალება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური რეცეპტით მომზადება .
3. შესაბამისი ნებართვის მქონე აფთიაქს უფლება აქვს , ოფიცინალური რეცეპტით მოამზადოს III სიაში შეტანილი ფსიქოტროპულინივთიერების შემცველი ის პრეპარატი რომელიც არ არის შეტანილი სიებში .
    მუხლი 2 3 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა დამზადება - გადამუშავება
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა დამზადება - გადამუშავების უფლება აქვ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ სასწავლო სამეცნიერო - კვლევით , საექსპერტო და კრიმინალისტიკურ დაწესებულებებ .
  მუხლი 2 4 საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვის უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგრეთვე ფიზიკურ პირსთუ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტული პროდუქტი ექიმის დანიშნულების საფუძველზეა შეძენილი.
2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით.
    მუხლი 2 5 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის უფლება აქვთ :
 ფიზიკურ პირს ( მხოლოდ შესაბამისი რეცეპტის საფუძველზე );
 შესაბამისი უფლების მქონე პირს შესაბამისი უფლების მქონე პირისაგან ( საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ), საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად .
    მუხლი 2 6 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გადაგზავნა
საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია და II სი  ში შეტანილ  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისგადაგზავნა .
    მუხლი 2 7 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გადაზიდვა ( გადატანა )
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გადაზიდვის ( გადატანის უფლება აქვ ამ ნივთიერებების ბრუნვაზე უფლებამოსილ იურიდიულ პირს მათი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად .
2. იურიდიული პირის მიერ II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტული პროდუქტის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით .
3. ფიზიკურ პირს უფლება აქვს , II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი გადაიტანოს ის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასეთი დოკუმენტის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
    მუხლი 28. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფიზიკურ პირზე საცალო რეალიზაციის უფლება აქვს შესაბამისი ნებართვის მქონე პირს კანონმდებლობით დადგენილი რეცეპტის საფუძველზე .
  მუხლი 29 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაცია
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე იურიდიულ პირს შესაბამისი უფლების მქონე იურიდიულ პირზე კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე .
    მუხლი 3 0 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი ( ექსპორტი )
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის ( ექსპორტის ) განხორციელების უფლება აქვსმხოლოდ შესაბამისი საქმიანობისა და ნებართვის მქონე იურიდიულ პირს .
2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის ან ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე იმპორტის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის დაბრუნებას მიმწოდებლის ხარჯით.
5 სანებართვო მოწმობის გაცემამდე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი ( ექსპორტი )წინასწარ თანხმდება ექსპორტიორი ( იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან რისთვისაც კომპეტენტური ორგანო გასცემსწინასწარი შეთანხმების დოკუმენტს .
6 წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს ყველა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი (ექსპორტი) აგრეთვესაქართველოში წარმოებული პრეპარატების ექსპორტი მიუხედავად იმისა, შეტანილია თუ არა ისინი სიებში .
7 წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაშიც თუ ამას მოითხოვს მწარმოებელი ან / და ექსპორტიორი ( იმპორტიორი )ქვეყანა მიუხედავად იმისა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოში ექვემდებარება თუ არასპეციალურ კონტროლს .
8 წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში უნდა მიეთითოს :
 იმპორტიორი ( ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები ;
 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საერთაშორისო არარეგისტრირებული ( გენერიკული და სავაჭროდასახელებები ( თუ ასეთები არსებობს );
 საიმპორტო ( საექსპორტო რაოდენობა ( სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტისშემთხვევაში – წამლის ფორმა დოზის ერთეული რაოდენობა );
 ტრანსპორტის სახეობა რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოში შემოტანა ( საქართველოდან გატანა );
 იმპორტის ( ექსპორტის მიზანი ;
 დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა .
9 ექსპორტის შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში დამატებით უნდა მიეთითოს იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ეროვნულიკომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო შეთანხმების დოკუმენტის ნომერი და მისი გაცემის თარიღი .
10 ამ წესის ფარგლებში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტი ,რომელთაც გაუვიდათ საქართველოში რეგისტრაციის ვადა .
11 სასწავლო სამეცნიერო - კვლევითი საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირებსუფლება აქვთ, განახორციელონ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტი შესაბამისად მხოლოდ სასწავლო ,სამეცნიერო - კვლევითი საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის განსახორციელებლად ამ შემთხვევაში იმპორტი ხორციელდებამხოლოდ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო დოკუმენტის გაცემას არ საჭიროებს .
1 2 საქართველოში წარმოებული იმ პრეპარატების ექსპორტი, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში ხორციელდება წინასწარიშეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს .
1 3 საიმპორტო ( საექსპორტო ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საგადასახადო ორგანო კომპეტენტურ ორგანოსსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათაიმპორტის ( ექსპორტის შესახებ ფაქტობრივად იმპორტირებულ ( ექსპორტირებულ ნივთიერებათა დასახელების რაოდენობისა დაიმპორტის ( ექსპორტის განხორციელების თარიღის მითითებით .
1 4 კომპეტენტური ორგანო ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მომართვის შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებითგათვალისწინებული წესით აწვდის მას ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებულ ნივთიერებათა დასახელებისა და რაოდენობის შესახებ .
1 5 საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისათვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რომელთაც არ ახლავთ შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებენ საგადასახადო ორგანოები .
1 6 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საექსპორტო ოპერაციის განხორციელების შემდეგკომპეტენტური ორგანო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესითგამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის დასახელების რაოდენობისა და იმპორტისგანხორციელების თარიღის შესახებ .
1 7 იმპორტის (ექსპორტის) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტულიპროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაშისაგადასახადო ორგანო აკავებს საქონელს და ამის თაობაზე აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს რის შემდეგაც საქართველოს შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებშისწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
1 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტისა და ექსპორტის წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთამინისტრისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .
1 9 . IV სიაში შეტანილი პრეკურსორის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
20. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხას, რომლებიდანაც ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
21 საფოსტო გზავნილით ნებადართულია :
 საექსპერტო დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდანგატანა ;
 ) „ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ნიმუშების ,რეფერენს - სტანდარტებისა და ეტალონური სტანდარტული ნიმუშების იმპორტი და ექსპორტი .
22 საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ( საქართველოდან გატანა ხორციელდება წინასწარი შეთანხმების გარეშე ამ დროსშემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი .
2 3 თავისუფალ პორტებსა და ზონებში ( თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათაბრუნვაზე დაწესებულია ისეთივე ზედამხედველობა და კონტროლი როგორიც საქართველოს ტერიტორიის სხვა ნაწილებში თუმცადასაშვებია უფრო მკაცრი ზომების მიღებაც .
    მუხლი 31. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალურიბლანკის შეძენა შენახვა აღრიცხვა გაცემა და რეცეპტის გამოწერა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე , მატერიალური ან ელექტრონული ფორმით .
2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის შენახვის, აღრიცხვის გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებსსაქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
3. რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტ ებ ის ( მათ შორის , იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტ ებ ის რომლ ებ იც არ არის შეტანილი სიებში ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოსშრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
4. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს, რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.
5. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნებადართულია საქართველოში დაურეგისტრირებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა.
    მუხლი 3 2 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა განადგურება
1. განადგურებას ექვემდებარება :
 სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული სიებში შეტანილი სპეციალურკონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ;
 ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და დაბრუნებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი;
 სამედიცინო საექსპერტო სასწავლო და ვეტერინარული საქმიანობისას გამოყენებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულნივთიერებათა ნარჩენები ;
 ვადაგასული ან/და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ;
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს ანადგურებს საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი ანსახელმწიფო ორგანო .
თავი V
შეზღუდვები ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ
    მუხლი 3 3 პროფესიებსა და საქმიანობებზე დადგენილი შეზღუდვები
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის მორალური ფასეულობების ,ადამიანის უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულნივთიერებებზე დამოკიდებულ და I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონომომხმარებელთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვა ცალკეულ პროფესიებსა და საქმიანობებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს და ნარკოლოგიური შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა .
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ  საქმიანობ ების განმახორციელებელთათვის და პროფესი ების წარმომადგენელთა თვის I, II და III სი  ში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა მოხმარების ფაქტზე სავალდებულოაპერიოდული შემოწმება აღნიშნული პროფესი ებ ის მუშაკ ების ათვის და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულნივთიერებ ათა უკანონო მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი  გარდა იმ შემთხვევისა როცა პირი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს სამკურნალო მიზნით , შესაბამისი უფლების მქონე ექიმის დანიშნულებით მოიხმარ და არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია .
თავი VI
ნარკოლოგიური დახმარება
    მუხლი 3 4 ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები
1. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან.
2 ნარკომანიით დაავადებულ პირს , I, II და III სი  ში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათამომხმარებელს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში გა ცხადებულად კონფიდენციალურად ან ანონიმურად ნებაყოფლობით არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3 ნარკომანიით დაავადებულ  პირის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათამომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა სტაციონარის პირობებშიშესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა აგრეთვენარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა .
4 ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახეებია :
 ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ;
 მკურნალობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში .
6 ნარკომანიით დაავადებულ  პირ ის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათამომხმარებლ ის გამოკვლევის შემოწმების ექსპერტიზის დიაგნოსტი რებ ის მკურნალობის რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობის წესებსგანსაზღვრავს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
    მუხლი 3 5 ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება
ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და ნარკომანიით დაავადებული პირის ნარკოლოგიურ და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას. ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას მიეკუთვნება სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამ მომსახურებას აწვდის სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ პირობებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
    მუხლი 3 6 ნარკომანიით დაავადებული პირის გამოვლენა , აღრიცხვა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურკონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მიღების ფაქტის დადგენა
1. I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
2. I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.
4. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების შესახებ. ბანკში მოთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
6. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა, ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შემოწმებას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, ვალდებულია აწარმოოს მათი აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბანკს.
7. ანონიმური მომსახურების ან/და მკურნალობის შემთხვევაში ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უფლება აქვს, ერთიან საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნოს პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები არის საექიმო საიდუმლოება, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად დგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში.
    მუხლი 37. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა
1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.
2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე მას ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თავი VII
გარდამავალი დებულებანი
    მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამავე კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესი;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ცალკეულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხა, რომელთა განხორციელებისას აუცილებელია ნარკოლოგიური შემოწმება, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების წესი.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭო  შეიმუშაოს მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესი.
    მუხლი 39. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 5 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162);
ბ) „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის №2557-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №82, 6.08.2003, მუხ. 727).
თავი VIII
დასკვნითი დებულება
    მუხლი 40. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6245-Iს


წყარო:  www.matsne.gov.ge

0 comments: