• RSS

Sunday, February 10, 2013

ბოლოს ნანახი ფილმები 2


ფილმების ყურება ერთგვარ რიტუალად გვექცა მე და ჩემს დას... ხანდახან მარტოც ვეპარები ხოლმე, თუ ნანაკო დაკავებულია ან სამეცადინო აქვს.

ბოლო პერიოდი მართლაც მრავალფეროვანი მქონდა ამ კუთხით. რამდენიმე ჟანრს მივედ-მოვედე, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი <3

პირველი ფილმი, რომელზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას არის - "როცა ჰარი შეხვდა სალის"


სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მოწონება არ დაუმსახურებია, უბრალოდ აღსანიშნავია ჩემი მხრიდან, რომ მეგ რაიანი ულამაზესია! <3 სხვა არც არაფერი, ერთი ჩვეულებრივი მელოდრამა იყო ჩემთვის, დროში გაწელილი და ვითომ სიყვარულით გაჯერებული.


შემდეგი ფილმია - ქალთა ქვეყანაში

ფილმი ჟანრობრივად აბსოლუტურად განსხვავდება ფენტეზისაგან, თუმცა, ქრისტენ სტიუარტი "ბინდთან" ასოცირდება ჩემთვის. ისევ აღვნიშნავ, რომ მეგ რაიანი არის უმშვენიერესი!
ყველაზე სასაცილო ფილმში ბებიაა, რომლის გამოც ვითარდება მოვლენები.
უბრალოდ მთავარი გმირი რას მოითხოვს, ვერ მივხვდი :დდ


ხელშეუხებელნი არის ფილმი, რომლის ყურებაც ზედიზედ რამდენჯერმე შემიძლია. განსხვავებით მელოდრამებისაგან, რომლებიც ერთხელ უნდა ნახო, იტირო ან იცინო, დატკბე და მორჩა, ეს კინო-შედევრია.


მითუმეტეს, რომ ფილმი რეალურ ამბებზეა დაყრდნობილი, ეს მეტად გძაბავს და გაახლოვებს სიუჟეტთან... ამ ფილმზე უბრალოდ გირჩევთ, რომ უყუროთ! 

და ბოლო კინო, რომელიც ამ პოსტში უნდა ვახსენო - "კლინიკაა


ეს არის ახალგაზრდა დედის ისტორია, რომელიც ყინულიან აბაზანაში იღვიძებს და ხედავს, რომ ბავშვი მუცელში აღარ ჰყავს... სწორედ აქედან იწყება ფილმის მთავარი სიუჟეტი, რომელიც ძალიან დაძაბული, სტრესული, საინტერესო და დამთრგუნველია. ბეტი აღმოაჩენს, რომ იგი მარტო არ არის, მის ბედს კიდევ რამდენიმე ქალი იზიარებს და ისინი მზად არიან, სიცოცხლე გასწირონ, ოღონდ უვნებელნი იყვნენ თავიანთი პატარები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

ეს პირველი მცდელობა იყო, რომ ჩემი ნებით ვუყურე საშინელებას და ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, მივხვდი, რომ რამდენიმე საფეხურით გავიზარდე კიდეც.

0 comments: