• RSS

Monday, February 11, 2013

ბეჭდების მბრძანებელი და არაგორნი!


ამ ფილმზე შეგნებულად არ ვისაუბრე წინა პოსტში. 
აქამდე პრინციპულად არ ვუყურებდი, ჯერ წიგნი უნდა წავიკითხო-მეთქი, მერე რამდენიმემ მითხრა, რომ წიგნს არაფრით ჩამოუვარდებოდა და ერთისგან ისიც გავიგე, ჯობსო... მეც აღარ დავაყოვნე და პირველი ნაწილის გადმოწერა დავიწყე (ჯერ ნაწილების რაოდენობა ვიკითხე, ესეც უნდა აღვნიშნო, არ ვიცოდი). 

თავიდანვე შემართებით დავუწყე ყურება. გიომ მითხრა, ღამე არ უყურო, შეგეშინდებაო. ამან უფრო გამიმძაფრა ნახვის სურვილი (აკრძალული ხილი გემრიელიაო, ამბობენ) და ჩავუჯექი. ჩავუჯექი და ვეღარც ავდექი, ვერ მოვწყდი ეკრანიდან. პირველ ნაწილს რომ მოვრჩი, ღამე იყო უკვე. მეორე და მესამე ნაწილები ერთდროულად მთელი დღის "სანოვაგე" გახლდათ და მეც მეტი რა მინდოდა...

მართლაც, დილით დაწყებული მეორე ნაწილი შუადღისკენ დავასრულე და ეგრევე მესამეს ვეძგერე. ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემში... ჰობიტები კი, საყვარელი ხალხია, ელფებიც საოცრები არიან... მაგრამ არაგორნი რომ გულში ჩამივარდა, დღესაც აქ ზის :დდ 

ფილმის დასრულებისას მისი ფოტოები დავგუგლე და დავასკვენი, რომ გრძელი თმა ბევრად უხდება, "ბეჭდების მბრძანებელში" ბევრად სიმპატიურია და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია ამიერიდან...


და არც არის გასაკვირი, ჩემი დესქთოფი ასეთად რომ გადაიქცა <3 <3 <3 


პ.ს. ფილმის სიუჟეტზე და ხარისხზე შეგნებულად არ ვისაუბრე, მგონია, რომ უმეტესობას ნანახი გექნებათ და უინტერესო იქნებოდა... მაგრამ თუ არის ვინმე, ვისაც არ გინახავთ, Geo.saitebi.ge თქვენს განკარგულებაშია : ) 

3 comments:

Natalia said...

ყველაფერი კარგი, მაგრამ რისი უნდა შეგშინებოდა ამ ფილმში? :))

TAko said...

giirs rom vuyuroo : ?)

Salome Kanario said...

natalia, me iset filmebs vuyureb, rom is sazizghari arsebebi sheidzleboda saxlshi momchveneboda ghamit.. :D

tako, ghirs romelia? <3