• RSS

Wednesday, February 20, 2013

ღონისძიებების ანონსი


არ მახსოვს, დავწერე თუ არა ბლოგზე, მაგრამ ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთკის თანამშრომლებთან საკმაოდ თბილი და საქმიანი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რაც დიდ სტიმულს მაძლევს და ძალიან მსიამოვნებს. ღონისძიებების პერიოდში ვხვდები ხოლმე ქ-ნ ხათუნას (ბიბლიოთეკის დირექტორია, თუ არ ვცდები ან მისი მოადგილე) და ვგეგმავთ, რა უნდა წავიკითხო და რითი უნდა გავაფორმო საღამო.

დღესაც ამგვარი საქმნისთვის ვიყავი დაბარებული და ექსპრომტად ახალი დავალებაც გამომიჩნდა, გარდა დაგეგმილისა...

მოკლედ, ორი საღამოს ლექსებით გაფორმება მომიწევს, პირველი ზეგ არის, პარასკევს.
ალი ისაევ ავარსკის წიგნის პრეზენტაციაზე, ხოლო მეორე - 25 თებერვალს, ოკუპაციის დღის აღსანიშნავად.

ვნახოთ, რა იქნება, ამბებს "მოვიწერები".

0 comments: