• RSS

Wednesday, February 6, 2013

ჩვეულებრივზე მეტი


ნაშუადღევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიყავი დაბარებული, როგორც იქნა, დავიწყებ მალე <3
აგვიხსნეს, რას წარმოადგენს საერთოდ არქივი და როგორ უნდა დავახარისხოთ ყველაფერი მუშაობისას. თეორიულად აგვიხსნეს, შემდეგზე პრაქტიკაც იქნებაო.

ორი ფილოლოგი ვართ და ჩვენთვის საინტერესო საქმე უნდოდათ, რომ გამოენახათ, ვნახოთ, რა იქნება. ისე, მე ძალიან მინდა წერილებთან ვიმუსავო... რა შეედრება სხვის წერილებში ქექვას და მერე მათ დახარისხებას საერთოდაც :დდ <3

მინდა, რომ ეს თებერვალი გამოვიყენო ამისთვის. კვირაში 8 საათი უნდა დავყოთ ცენტრში და როგორ გადამინაწილდება მერე, არ ვიცი. მირჩევნია, ამ ეტაპისთვის 16 ან 20 საათი ვიყო და სტაჟიორობის 6 თვე შევიმოკლო, მაინც არაფერს ვაკეთებ ახლა და : )


დღეს შოკოს დაბადების დღეა, გუშინ მე და მარიმ რობაქიძის ხუთ-ტომეული ვაჩუქეთ და ჭკუაზე არ იყო, მერე ვიჭორავეთ, ზიზიკოს დავურეკეთ იტალიაში (შოკოს დედიკოს) და იმასაც ვეჭორავეთ, მერე მარი წავიდა და მეც მალევე წამოვედი.


დღეს ვიყავი კიდე, მარიმ ვერ მოახერხა მოსვლა, გამოცდა აქვს ხვალ, მგონი... ჩვენები ვიყავით, ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ, ვიოხუნჯეთ, მერე გიო მოვიდა და ცალკე ვიოხუნჯეთ კიდე : ))
აიფონში დინოზავრს ვალაპარაკებდით და ვიხოცებოდით სიცილისგან : ))))

გვიანი საღამო იყო, რომ წამოვედით მე და გიო. 8-ში გამოცდა მაქვს.

0 comments: