• RSS

Tuesday, February 5, 2013

ნამცხვარი სამისთვის





"ფუ, როგორ მეზიზღები" - ეს სიტყვები როცა ერთი ადამიანისგან მესმის, ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ... თავს აქნევს ხოლმე აქეთ-იქით ოდნავ, ამის თქმის დროს, თვალებს ჭუტავს და ეღიმება, - თვითონაც გრძნობს : )

მაშინ, როცა რაღაც უჭირს შინაგანად, დუმდება... დასმულ კითხვაზეც პასუხობს - არაფერიო. ეს მაღიზიანებს და მაშინ, როცა საბოლოოდ უნდა გამოტყდეს, ბოლოს და ბოლოს - რა სჭირს, ამბობს, რომ არ უნდა, თავზე მოგვახვიოს რამე. უფრო ვღიზიანდები ამ დროს!

უყვარს ხელებით ლაპარაკი, ნარნარად, როცა რაღაცას ხსნის, მაშინ  განსაკუთრებით... პრინციპში, რას ახსნის სხვას, თუ არა... ფუ, გამანებეთ თავი, არ მინდა ამის თქმა. მოკლედ, როცა ხსნის.
უყვარს ამაყად სიარული, იზიდავს აზარტული ადამიანები და მათაც იზიდავს... პრინციპში, რას არ მიიზიდავს... ჰმ. კაით, ხო...

ადამიანებს იმას ეუბნება, რასაც ფიქრობს... მაგრამ დიპლომატიის ფარგლებში (თუ მიიჩნევს, რომ საჭიროა), თუ არ ეუბნება, აუცილებლად აგრძნობინებს ;)



არც მას ახასიათებს გულში სხვის მიმართ უსიამოვნების შენახვა,
ამბობს, რომ ცისფერი სისხლი აქვს, მაგრამ თუ ბრაზდება, ლურჯშიც გადასდის ხოლმე : ))
მიყვარს მისი ჩახუტება, მისი "გოჭობა", განსაკუთრებით, რომ გაიბზიკება და ისე რომ დადის <3

მიყვარს მისი სიცილის მანერები, რომლებიც ზეპირად ვიცი...
მიყვარს, როცა რამე არ მოსწონს და რომ ამბობს ..................-ს : ))))

ზემოთ ხსენებული რომ არ გვყავდეს, სულ მე დამემსგავსებოდა და მთლად მასეც არ მინდა.
ასე კარგია, როგორც ვართ ახლა...
სტაბილურად,
"სიმეტრიულად" : ))

ჰო, კიდე ის მომწონს, ადამიანი რომ მიტრიალდება და რომ ეჯღანება ხოლმე <3
მეც მიყვარდა ენის გამოყოფა :დდ


მოკლედ ასე...
ესენი არიანი გოგოები, რომლებთანად ცხოვრების უკანასკნელ ნაწილს ვატარებ, (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების დანარჩენი ადამიანების მიმართ რამე შემეცვალა გულში, პირიქით),

ესენი არიან გოგონები, რომლებიც წაქცევის უფლებას არ მაძლევენ.
ესენი არიან გოგონები, რომლებსაც ჩემი უსიტყვოდ ესმით.
ესენი არიან გოგონები, რომლებმაც იციან, როგორ გამახარონ და როგორ მომიყვანონ ხასიათზე, როცა რამე არ მიხარია!

მე თქვენ გარეშე არაფერი ვარ!
მე თქვენთან ერთად ვარ სრულყოფილი! <3 <3 <3


0 comments: