• RSS

Saturday, February 16, 2013

კომიქსები Facebook-ზე


Facebook ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ადამიანისთვის, ნამდვილად საუკეთესო დროსაყუდელია... თამაშებზე ადრეც დავწერე პოსტი და დღემდე აქტიურად ვერთობი, თუმცა მთელი ჩემი დღევანდელი დღე სულ სხვა რამემ შეიწირა...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შოკომ რაღაც ანიმაციური ფოტო დადო Facebook-ზე, ჯერ ვერ მივხვდი რა იყო, მერე კიდევ დადო, რომელზეც მე ვიყავი მონიშნული. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მეც მგავდა ფოტოზე გამოსახული ტიპი და შოკოსაც ძალიან, მერე კიდევ გააზიარა რაღაც "ჩვენებური" სიტუაცია და ბევრი ვიხალისე.
დილას ვკითხე, სად ხატავდა ამ ყველაფერს და აღმოჩნდა, რომ ჩვენს საერთო მეგობარს უსწავლებია, თურმე Facebook-ზევე ყოფილა კომიქსების გასაკეთებელი აპლიკაცია და გარკვეულ სიტუაციებს შეგიძლია მოარგო.  თუ რა გადაგხდენია თავს და ვისთან ერთად. 

შევედი, შოკოს შექმნილი მე ცოტა ჩავასწორე და დავიწყე...
ვიხსენედი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში რა გადამხდა, თან ჩემი მეგობრების ავატარებს ვქმნიდი, ზოგმა დამიწუნა, ეგეთი არ ვარო, ზოგს - მოეწონა და ბევრი იცინა... ვერ ვხვდებოდი, ისე გადიოდა დრო, სიტუაციას სიტუაცია მოსდევდა... რამდენიმე მეგობარი მეც ამყვა და თვითონაც ჩაუსხდნენ...

ჩემთვის უკეთესი, რაც მეტი შექმნის თავის ავატარს, აღარ დამჭირდება მათზე "ჩალიჩი", ეგრევე გარემოს მოვარგებ ხოლმე...

ყველაზე კარგი ის არის, რომ გარეგნობის დასარედაქტირებლად უამრავ ინსტრუმენტს გთავაზობს ეს აპლიკაცია და თუ სპეციფიკური გარეგნობა გაქვს, თავისუფლად ააწყობ შენს ანიმაციურ სახეს... <3 

ეს კი ჩემი შექმნილი კომიქსებია (თქვენც შეგიძლიათ შექმნათ ამ ბმულის დახმარებით)

მე და თათია

მამაჩემი <3
ჩემი გზირო

გიო ვამპირების გარემოცვაში :დდდ
"მოდი, არ გინდა, მიმი" :დდდ

მე და ჩემი პოლკოვნიკი კლოუნი <3

0 comments: