• RSS

Saturday, February 2, 2013

I See Studio-ს კონკურსი "ჩემი ვალენტინობა"


თებერვალში, მოგეხსენებათ, ყველაზე დიდებული დღესასწაული ვალენტინობა, ჩვენებურად - სიყვარულის დღეა. უამრავი წყვილი ელოდება ამ დღეს, რომ ერთმანეთს დაუვიწყარი მომენტები აჩუქონ, გაუმასპინძლდნენ გულის ფორმის ტკბილეულობებით და სამახსოვრო საჩუქრებით გაანებივრონ... 

ამისთვის კი წინასწარ ჩაფიქრება და გეგმის მიხედვით მოქმედებაა საჭირო.
თქვენმა ორიგინალურმა ჩანაფიქრმა კი შეიძლება "I See Studio"-ს კონკურსში გაგამარჯვებინოთ. : ) 



თუ ხართ Facebook-ის მომხმარებელი, გაქვთ საინტერესო იდეები, არ დააყოვნოთ, გააგზავნეთ I See Studio-ს facebook-ის გვერდზე, პირადი მიმოწერის სახით (ტექსტი უნდა იყოს ქართული შრიფტით) თქვენი იდეა. მიუთითეთ თქვენი და თქვენი "მეორე ნახევრის" სახელი და გვარი იმისთვის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თქვენმა სიუჟეტმა პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოს სახე მიიღოს <3 

ხოლო ის, ვისი იდეაც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს Facebook-ზე, მას და მის "მეგზურს" დაუვიწყარი საღამო ელოდებათ ყავის რესტორანში. 

კონკურსის შესახებ უფრო დაწყვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

მე კი გირჩევთ, რომ დღეს, რომელიც თქვენს რჩეულს ასე გააოცებს, მხოლოდ მოგონებებში ნუ დატოვებთ, მიეცით მას პროფესიონალის თვალით დანახული ფოტოს სახე... თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში შვილიშვილებს აჩვენოთ, თუ როგორ შეეძლოთ სიყვარული წარსულშიც! <3 


0 comments: