• RSS

Sunday, February 3, 2013

შევიცვალე?


თითქოს ჩვეულებრივ მიდის ყველაფერი, ისევ უნივერსიტეტი (გამოცდები), ზოგჯერ გვიან დაძინება... ბლოგი, მესიჯობა... მეგობრები.

მაგრამ ბევრისგან მესმის, რომ ვიცვლები, თურმე... უფრო სწორად, ძალიან შევიცვალე ამ უკანასკნელ წელში. შეიძლება, არის მიზეზებიც, შეიძლება არა... იმასაც არ მეუბნებიან, როგორ ვარ შეცვლილი, მიხდება ეს? უფრო კარგი ვარ თუ უფრო ცუდი? როგორი უნდათ, რომ ვიყო.

ფაქტია, რომ რაღაცებზე ფიქრი და შედეგის წარმოდგენა ვისწავლე, ზოგ რამეს ვიცი, როგორი შედეგი ექნება და მერე ვწყვეტ, გავაკეთო თუ არა.
ადრე ასე არ ვაკეთებდი, მსიამოვნებდა ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებები, რა მოსდევდა მერე იმ ნაბიჯებს, საერთოდაც არ მაინტერესებდა... იმ წუთას უბედნიერესი ვიყავი და მერე თუ რამე ისე არ იყო, მაშინ ვნანობდი ხოლმე.

ახლა რა ხდება... ვფიქრობ რაღაცას, მერე ვფიქრობ, რა იქნება მომავალში, მერე გაკეთების მუღამიც მეკარგება და რადგან ჩაფიქრებული მქონდა და კარგ დასასრულს ვივარაუდებ, მაინც ვაკეთებ... არ ვიცი, რა პერიოდი მიდგას ცხოვრებაში.
სხვებიც ასე არიან თუ არა.
სულ ასე ვიქნები თუ არა...

მაგრამ ეს ყველაფერი გარშემომყოფებს ნაკლებად მოსწონთ ჩემი მხრიდან და ამას არც მიმალავენ უკვე.
მე კი ვერაფერს ვატყობ ჩემს თავს... ნუთუ გარეგნულად ეს ასეთ რადიკალურ ცვლილებად გამოჩნდა?
საინტერესოა... ძალიან საინტერესო!


0 comments: