• RSS

Friday, July 26, 2013

დაბრუნება


დღეიდან მინი პოსტების წერა მომიწევს...“, - ასე იწყებოდა ჩემი წინა პოსტი და ამ სიტყვების შემდეგ, არათუ მომიწია მინი პოსტების წერამ, მეტიც - საერთოდ გამაქრო. :/


ამას განვიცდიდი კიდეც, ვგრძნობდი გარკვეულ პასუხისმგებლობას მკითხველის მიმართ, ზოგადად - ბლოგის მიმართ, მაგრამ მუზისა და დროის უქონლობის გამო მომიხდა ასე. 

მოგეხსენებათ, ან ერთი რომ გქონდეს და მეორე - არა, ან პირიქით, კიდევ გახდებოდა ადამიანი რამეს, მაგრამ მე ორივე ასე დამატყდა თავს და სწორედ ამიტომ დავიკარგე... 


მედარდებოდა ჩემი პროექტიც, 2013 წლის ყოველდღიურ პოსტვასთან დაკავშირებით, ამიტომ პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი ხოლმე ბლოკნოტში, ჩანაწერებს იმ მნიშვნელოვან დღეებზე, რომელთა შესახებაც დიდი სურვილი მქონდა, ბლოგზე დამეწერა... ეს ჩანაწერები მალე გამოიფინება სააშკარაოზე, შეიძლება იმავე, შეიძლება ოდნავ შელამაზებული,შეცვლილი სახით, მაგრამ გამოქვეყნდება.



მაშ, ასე.

დაიწყო ჩემთვის წელიწადის ის დრო, როცა მხოლოდ წიგნებსა და ბლოგს ვეკუთვნი - ანუ საკუთარი სიამოვნების ჟამი დამიდგა <3


 ეს ფოტო კი ჩემი დაბრუნებისა იყოს <3 ^_^

0 comments: