• RSS

Saturday, July 27, 2013

წუწუნლენდი


ჩანაწერები.
5 მარტი


ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, კანარიოს დღიური „წუწუნეთით“ ან „წუწუნლენდით“ ხომ არ შევცვალო. ეს არის საქმე, რომელიც მეხერხება, ენერგია არ მეხარჯება, პიქირით, წუწუნით გულს ვიფხან (ჰო, ჰო, ვიცი, რომ „ფხანა ქეცმა იცის“) და უფრო მეტი ენთუზიაზმით ვეკიდები ყველაფერს, როცა ვხედავ, რომ ჩემ გარშემო კიდევ ბევრი ჩემნაირად დაღლილი ადამიანია.

ეს სემესტრი განსაკუთრებულად მეხმარებ(ოდ)ა იმაში, რომ ვიწუწუნო დაუსრულებლად, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ რამეს ვეჭიდები... ინგლისურზეც მინდა სიარული, ეს კიდევ ცალკე საპოსტო თემაა და ა.შ. მალე ჩვენი ჟურნალი ფუნქციონირებას დაიწყებს, ისიც მისახედია... ალბათ, წლის ბოლოს ისევ ცოცხალი ვიქნები (ვარ!) და ისევ დავწერ ხოლმე რამეს აქ... (მორიგი ჰიპერბოლიზირებული წუწუნი!)

ძალიან მინდა, ყველაფერი მოვასწრო ცხოვრებაში, ყველაფერს მოვუყარო თავი, ყველაფერი გამომივიდეს, შინაგანი სულსწრაფობით სხვა საკითხებისადმი არ გამოვირჩევი, მაგრამ გამოცდილების დაგროვებაზე რომ მიდგება საქმე, საკუთარ თავს ვერ ვცნობ ხოლმე...

სად წამიყვანს ამდენი საქმის ერთდროულად კეთება, ამას დრო გვიჩვენებს...

0 comments: