• RSS

Monday, July 29, 2013

Dreams about baby...


ამ ბოლო დროს ორსულ ხალხს რომ ვუყურებ, მეც მინდება, პაწაწუნა მყავდეს... ჩაპუტკუნებულფეხებიანი, ყელში რომ უგემრიელესი სუნი აქვთ და ხელის თითებს რომ მანჭავენ ხოლმე სასაცილოდ... 

მგონია, რომ მისი გულზე მიხუტებაც კი ყველანაირ სტრესს მომიხსნის...

ისიც ვიცი, რომ ძალიან რთული იქნება, ჩემი გენეტიკა თუ დაჰყვა, მტირალა, უფრო სწორად, მჩხავანა ბუნების გამოვა, ჯიუტი და პრინციპული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით... <3

დედას გოჭო, ნეტა როგორი უნდა იყო?!


პ.ს. ეს ბლოგი სულ იარსებებს! და თუ ოდესმე ამ პოსტს წააწყდი, მინდა იცოდე, რომ არარსებულიც მიყვარხარ! <3 

0 comments: