• RSS

Tuesday, October 8, 2013

ზაფხულის გრანდიოზული ემოციიდან დღემდე (ნაწილი II)




...კარი რომ შევაღე, პირველად ბაკურის სახეს მოვკარი თვალი... მერე თინას (მის მეუღლეს, გამომცემლობის გენერალურ დირექტორს). ორივენი იღიმებოდნენ. ბაკურმა სკამისკენ მიმითითა, დაჯექიო... ჩანთა მაგიდის გვერდით, ძირს დავდე და პირველკლასელივით დავაწყე ხელები... არადა, საკუთარ თავს შევპირდი, არ ვინერვიულებ-მეთქი.

ჩვენს ერთ-ერთ რედაქტორს, თეას, ჩემი ნაწერი ედო წინ. რომ შევხედე, მეგონა, ტესტს განვიხილავდით, მეტყოდნენ, ეს ასე ჯობდაო... ამას ასე რატომ ფიქრობო... თუმცა, ეს რატომ უნდა ეკითხათ გასაუბრებაზე... ან რა ვიცი, იქნებ კითხულობენ კიდეც... მოკლედ, ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა გონებაში. ვცდილობდი, მობილიზებული და ადეკვატური ვყოფილიყავი. 

ბაკურმა მკითხა, მოგვიყევი შენზეო... ვუთხარი ვინ ვიყავი, სად ვსწავლობდი, რატომ მომწონს ეს საქმე, რისთვისაც იქ ვიჯექი. წიგნები რას ნიშნავს ჩემთვის - ამასაც მოვაბი თავი და ემოციააშლილმა ემოციურადვე ჩავურაკრაკე. სიმართლე გითხრათ, კარგად არც მახსოვს თანმიმდევრულად, რა ვუთხარი და როგორ. 

გასაუბრებამ 10-12 წუთს გასტანა. მითხრეს, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ და სექტემბრიდან საქმეს შევუდგებოდით. აი, ამ მომენტში შემეძლო მთისთვის ჩამეჭიდა ხელი და სადაც მომესურვებოდა, გადამედგა...


...30 აგვისტოს 5 საათზე გამომცემლობაში ვიყავი უკვე. ჩემ გარდა კიდევ 6 გოგო იყო მოსული. ზოგიერთი ტესტირებიდან მეცნო, ზოგი - არა.
თინიკომ, პროექტების მენეჯერმა, ბიბლიოთეკის ოთახში შეგვიყვანა... (იმდენჯერ ვიყავი მანამდე იმ ოთახში, მემშობლიურა უკვე :)) და შინაურულად, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენს თავებზე წამოვროშეთ ერთი-ორი სიტყვა <3 

პირველი შთაბეჭდილება, რაც დამრჩა - ყველანი ჩემი ინტერესების იყვნენ, ყველას გვაერთიანებდა წიგნის სიყვარული და შემართულები ვიყავით შეცდომების ძიებისკენ... :)) (თურმე, რა გველოდა წინ!!!) 

ორი ქეთი გვყავდა. პატარა და დიდი... ასე ჩამებეჭდნენ ცნობიერებაში. თუმცა, ორივე პატარაა. 


ეს ქეთი შედარებით მორცხვია... აწეული მხრებითა და ბავშვური იერით გამოირჩევა საუბრისას... თავიდან დაბნეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომ მოუწია თავის შესახებ მოეყოლა, მაინც ღელავდა თითქოს... 

ქეთიმ, სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ მიგვატოვა... დავრჩით 6-ნი.  :( არადა, 7 როგორი სრულფასოვანი იყო ჩემთვის... 





ეს ქეთი უფრო აქტიურია... (ეტყობა ჟურნალისტობა! :)) ემოციური გოგო გვყავს, ჩემი ცოდნითა და დაკვირვებით. მიყვარს, როცა იცინის ხოლმე... უხდება. 
ჰო, და რაც მთავარია, ვერ იტანს „მდგარ“ შენობა-ნაგებობებს! (გამგები გაიგებს)  ^_^



ნათია ჩემი კოლეგაა - ქართულის ფილოლოგი, თუმცა ენათმეცნიერების მიმართულებით სწავლობს. 
გარდა ამისა, ფილოსოფოსია მეორეული სპეციალობით...
„დედის ნანასავით“ ხმა აქვს... მშვიდად, ნელი ტემპით საუბრობს და თითქოს შენც გამშვიდებს. 
თანაც, ბლოგერია და ეს კიდევ ერთი +ია მისი <3 





მარი საოცარი გოგოა. თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება მისმა ჩუმმა, დახვეწილმა და „ვითომ აქ არაფერიო“-იუმორმა :))) 

როცა ვიღლებით ხოლმე, ერთნაირები ვართ... ვხსედვართ და საკუთარი სიამოვნებისთვის ვკითხულობთ გასასწორებელ მასალას. 





ნინა, ნინა, ჩემო ნინა! 
მიყვარს ხოლმე მასთან ლაპარაკი. გულს მალამოდ რომ დაგედება, ეგეთი რჩევის მოცემა შეუძლია... ოღონდ ამას საგანგებოდ არ აკეთებს, თავისით გამოსდის და სწორედ ეს მომწონს - ბუნებრივი სითბო!

რაც შეეხება საქმეს... ოოო, იმისთანა არგუმენტს მოიტანს, თავისი სათქმელის დასადასტურებლად, ფარ-ხმალს დაგაყრევინებს კაცს. ჟურნალისტია, რა უნდა ელაპარაკო! :))) 


ეს კი დოდოჩია! 
გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ მართლა ასეთია.
ჩვენი მეამბოხე გოგოა და ძალიანაც საყვარელი. 

ექსპერიმენტული ხასიათი აქვს. 
უყვარს ჩაი, თანაც უშაქრო ^^ 

... და საერთოდაც, 
ასტრიდი რომ ვიყო, მასზეც დავწერდი! 


(გაგრძელება იქნება)

4 comments:

Sophie שרה Golden said...

Zalian sainteresoa...
Natias blogi? Tviton ar undoda tu shen dagaviwyda galinkva? :-/ qartvel blogerebs, saertod, shevamchnie saswaulad ar uyvart ertmanetis backlink-is dadeba, sashineli tvisebaa, magram shen egeti ar xar, vici :-*

Axalgazrduli serialivit postia, kidev dawere ra ambeb yvelasa da yvelaferze :-)
Shens tavzec cota :-*
♥♥♥♥♥

Salome Kanario said...

natias blogs gavlinkav aucileblad.

kidev maqvs ambebi, nel-nela davwer :*

kate204ever said...
This comment has been removed by the author.
kate204ever said...

ეეჰ, მართლა რა სწრაფად გადის დრო, ჩემო კანარიო...
კარგი დრო იყო და სასიამოვნო მოგონებებიც დაგვიტოვა მცირეოდენ გამოცდილებასთან ერთად :)