• RSS

Sunday, October 27, 2013

Online-ბუკინისტი Metaphora.ge-ზე!




    მეტაფორა.ჯი - ახალი ქართული ლიტერატურული პორტალია, რომელიც თავისი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით ერთი ორად აღემატება დღესდღეობით არსებულ მსგავს ვებ.საიტებს. მისი მიზანია ნიჭიერი ავტორების გამოვლენა, აღზრდა და ლიტერატურულ საზოგადოებასთან მათი ინტეგრირება, რაც გულისხმობს კუტლურულ ღონისძებებში მონაწილეობას. 

   პორტალზე, გარდა ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების შემოქმედებისა, გაეცნობით:
  • ლექსიკონებს - ამჟამად საიტზე განთავსებულია 6 სახის ლექსიკონი (ორთოგრაფიული, სინონიმთა, ლიტერატურული ტერმინოლოგიის, ლიტერატურული მიმდინარეობების, უცხო სიტყვათა, მითოლოგიური) უმარტივესი საძიებო სისტემით.  
  • მალე დაიწყება გრანდიოზული პროექტები, კონკურსების სახით.
  • ასევე, მეტაფორაზე განთავსებულია ელექტრონული სწავლების (e-learning) კურსი, რომელიც ძალიან დაეხმარება აბიტურიენტებს, შეამოწმონ თავიანთი ცოდნა, მოიწყონ მინი-გამოცდები, გათვალონ დრო და შემდგომში ჰქონდეთ სასურველი შედეგები.

    ახლა კი - დიდი სიახლე წიგნების მოყვარულთათვის!!! 

    მეტაფორა.ჯი იწყებს პროექტს - Online-ბუკინისტი, რომელიც ითვალისწინებს მეორეული წიგნების ყიდვა-გაყიდვას ელექტრონულად, წიგნის ადგილზე მიტანით. ეს პროდუქტი სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოგცემთ საშუალებას, სახლიდან გასვლის გარეშე გაყიდოთ ან იყიდოთ სასურველი წიგნი. 

   მანამ, სანამ აღნიშნული პროდუქციით ისარგებლებდეთ, აუცილებელია, გაეცნოთ წესებსა და პირობებს

გისურვებთ წარმატებულ სელ-შოფინგს და მუზაფრთიან შემოქმედებას! 

0 comments: