• RSS

Friday, November 22, 2013

Coffee break at work


თბილა გამომცემლობაში, როგორც ყოველთვის. 
შემოდგომის მიწურულის სიცივე ჩვენამდე ვერ აღწევს.

ყველა თავის საქმეს აკეთებს. ფუსფუსია.

მე ჩემთვის ვზივარ. შესვენება მაქვს მოწყობილი. 

ლაშა ბუღაძის პიესის - „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ - რედაქტირებული ვერსია შევიტანე ფაილში და ახლა დიზაინერი ასწორებს ვიზუალურად. 

ველოდები, რომ საბოლოო ტექსტს გადავხედო და დიანას ვუთხრა, მზად არის-მეთქი.

მანდარინის სურნელი დგას ოთახში.
ნინა და დოდოჩი თავიანთთვის ასწორებენ რაღაცებს და ჩუმად სხედან.
სამუშაო დღის ბოლომდე კიდევ სამი ან სამსაათ-ნახევარია დარჩენილი.
ერთადერთი დღეა, როცა სახლში წასვლა მეჩქარება.
ჩანთაში „შიმშილის თამაშების“ მეორე ტომი მიდევს.

0 comments: