• RSS

Sunday, November 24, 2013

პროექტი - „სხეულის ენა“


   იმდღეს ვამბობდი, ბლოგზე ახალ, საინტერესო პროექტს ვიწყებ-მეთქი... დიახ, დიახ! 

   ეს საკითხი ადრეც მაინტერესებდა და ახლაც, ბევრივით. სწორედ ინტერესია მიზეზი იმისა, რომ Lie To Me-ს დღემდე ერთ-ერთი საყვარელი სერიალის ადგილი უკავია ჩემს ცნობიერებაში.

  ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ სერიალია, რეჟისორისა და სცენარის ავტორის წარმოსახვის ნაყოფია ყველა იქ წარმოდგენილი ჟესტისა და მიმიკის ახსნა-განმარტება, თუმცა, მინდა ეს თვალსაზრისი გაგიქარწყლოთ, ვინც ასე ფიქრობთ და გითხრათ, რომ ყველაფერი ეს დიდ კვლევებს ეყრდნობა, რომლის ავტორიც ალან პიზია.



   ამდენი ვილაპარაკე და მსჯელობის საკითხი არ დამისახელებია. ამიერიდან „კანარიოს დღიურში“ თქვენ წაიკითხავთ სხეულის ენის (Body Language) კურსს, რომელსაც სპეციალურად ჩემი ბლოგის მკითხველისთვის მოვამზადებ ალან პიზის მეცნიერული კვლევების საფუძველზე.

  პოსტები დაიყოფა თემატურად, ერთგვაროვანი მიმიკებისა და ჟესტების მიხედვით. ეს მოგცემთ საშუალებას, თვითონ განსაზღვროთ, რა თემა გაინტერესებთ - საუბრის მანერების განხილვა გსურთ თუ თვალებით გამოხატული სათქმელი და ა.შ.

   ქართულ ინტერნეტ სივრცეში უამრავი სტატია არსებობს „ბოდი ლენგვიჯზე“, თუმცა, მიხარია, რომ ვიქნები პირველი, ვინც მკითხველს ამ დარგის მთელ კურსს შესთავაზებს.

იკითხეთ კანარიოს დღიური და გაიგეთ, რას ფიქრობენ, 
რას გრძნობენ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები!

0 comments: