• RSS

Tuesday, November 26, 2013

კაი-კაი „ნაროდი“


დღეს მეტროსთან მამაჩემს ველოდებოდი.
უკვე საღამო იყო და ხალხი სწრაფ-სწრაფად მოძრაობდა.
ერთი მოხუცი ქალის გვერდით მივდექი, სიგარეტებს ყიდდა ეს ქალი,
კარგი ტაქტიკა ჰქონდა - საზოგადოებას არჩევდა და იმის მიხედვით მიაძახებდა „სიგარეტი, სიგარეტიო“, ვინც ჩაუვლიდა.

დიდად არც მივშტერებივარ, გზისკენ ვიყურებოდი უფრო.

უცებ 9-10 წლის ბავშვი მიადგა, ერთი ღერიო...
ამ ქალმა ქართულ-რუსულით „დაცოცხა“, - ნახე, რამხელა ხარ,
როგორ შეიძლება, როგორ შეიძლებაო...

ბავშვს არც აცია, არც აცხელა, - ჩემთვის არ მინდაო, - უთხრა.
წადი, კაცო, ერთიო,  - ამ ქალმაც...

ეს ბიჭიც გაიძურწა. ყურადღება გადავიტანე და ვუყურებდი, მაინტერესებდა,
რას გააკეთებდა.

ჩემგან ხელმარჯვნივ სათამაშო აპატარი იდგა. ფერად ბუშტებს კოლოფებად მობმული
სიგარეტებით სავსე. იმ გამყიდველს აღარც შეუმჩნევია ეს ბიჭი.
უტრიალა, უტრიალა ამ ბავშვმა აპატარს და ის იყო, უნდა ჩაეგდო ხურდა, ზუსტად
3 ნაბიჯში მდგარმა კაცმა გააჩერა.

რა უთხრა, ვერ გავიგე, მაგრამ დავინახე, რომ ისევ ამ ქალისკენ წამოვიდნენ.
ჩემთან არი, ჩემთან არიო... იმ კაცმაც. ნერვები მომეშალა.
გამყიდველმა 4 ღერი სიგარეტი მიაწოდა.

თვალი არ მომიშორებია.

ეს კაცი თავის ორ ძმაკაცთან დაბრუნდა ამ 4 ღერით ხელში.
იმათ სახე გაბადვროდათ. ორი ღერი ჩამოურიგა, ლუდის პლასტმასის
ბაკალი ხელით მისწია იქით და ჩამოჯდა,
ერთი ღერი იმ ბავშვს მისცა.

თხემიდან ტერფებამდე გავმწარდი. მომინდა, მივვარდნოდი და მეცემა.

ბავშვი გზას გაუყვა, თან უკან იხედებოდა და ამათ უყურებდა, ვერ გაეგო, გახარებოდა, - სიგარეტი ჰქონდა, თუ დანაღვლიანებულიყო - უაზროდ რომ „გაყვლიფა“
ქუჩის დე%^&$#-მა.


2 comments:

Unknown said...

:D eeeh salo mase bevrjer sharshi gavexvie sxvis gamo,chemi chkuit gadarchena mindoda da isev im patara 10 wlis bichma aqet pretenziebi camomiyena! :)

Unknown said...

გადავგვარდებით.